ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარბი
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2010


დრო

დრო სწრაფად გადის, მაგრამ მაინც გრძელია წამი,
როცა ლოდინის ქარავანი მოცავს არეს,
ქარიც ვერ უძლებს უდაბნოსა შინა გოდებას
და ისევ სიმწრით ეხეთქება სამრეკლოს ზარებს...

დრო სწრაფად გადის,მაგრამ მაინც გრძელია წამი,
როცა ჯალათი მწველი შანთით გულ-მკერდს გიდაღავს
და ერთი სიო ისე წაშლის წარსულის ხსოვნას,
თითქოს ცხოვრება უმსუბუქეს ქვიშით გიხატავს...

დრო სწრაფად გადის, მაგრამ მაინც გრძელია წამი,
როცა ლოდინის ქარავანი მოიცავს არეს,
ნუ დააყოვნებ შეერთებას ჩვენი სულების,
თორემ, იქნება გვიანიც კი აღმოჩნდეს ხვალე....                         

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები