ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2010


დეპრესიაში...

ველურ დედამიწას ისევ დაეძინა,
ისევ გაისუსნენ ადამიანები,
ლექსი ღამის სევდას ჩუმად ჩაეძია,
და ააბობოქრა რითმათა ქანები.

მე სიმარტოვის უფსკრულთან დავჯექი,
და მარტოსულთა ფიქრებს ვუთანაგრძნობ,
დეპრესიების უღელს გადვუდექი,
ახლა ერთად ყოფნის სურნელს ვეღარა ვგძნობ.

თითქოს იწურება ჩემი სიუჟეტი,
თითქოს იხურება ჩემი გრძნობის ფარდა,
სევდით დაიფარა ყველა სილუეტი,
აღარაფერი მაქვს დეპრესიის გარდა,

დღეს მე კერძი გავხდი მგელი სიმარტოვის,
სურვილი მკლავს, მაგრამ რა მსურს ვერ გავიგე,
დღეს მე მიზეზი ვარ გიჟი ქარის ქროლვის,
სინანულის სხვენში ბინა, რომ დავიდე.

ვითომ განვასხვავე თეთრი შავისაგან?
ვითომ განვასხვავე მოყვარე და მტერი?
ტყუილი შევკერე თბილი შალისაგან,
მიწა ვიყავი და დროა გავხდე მტვერი?

მეყოს რაც დავთესე ირგვლივ სიბოროტე,
მეყოს რაც დავწერე ვითომ და ლექსები,
სიმშვიდის ძებნაში ბევრი ვიბოროტე,
და გთხოვთ ასე ფუჭად ნურასდროს შეცდებით.

ჩემთვის სიგიჟეა მშვიდი არემარე,
რით ვერ დავანგრიე იმედის კედლები,
ტკბილი არაფერი, დამრჩა მხოლოდ მწარე,
ჩემთვის არ არსებობს ეგ ოქროს მედლები.

თავზე ჩამომენგრა ცხოვრების სანგრები,
სასოწარქვეთილა ჩემი გულის ფეთქვა,
გადაკეტილია ოცნების საზღვრები,
აზრი აღარა აქვს მას რაც უნდა მეთქვა.

დედამიწას სძინავს, ისმის მხოლოდ ხვნეშა,
მინდა ჩავეწერო გარდაცვლილ სიაში,
არავის ესმოდეს ჩემი სულის კვნესა,
დაე დავიმარხო მეც დეპრესიაში.

საბა დვალი 27.05.2010 04:00

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები