ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2010


ნეტავი რატომ?!

შენ უფრო შორს ხარ, ვიდრე ცაზე თეთრი ღრუბელი,
მე კიდევ უფრო შორს-ქვესკნელში, ვიდრე ტანტალი,
ნეტავი რატომ?! –მიწას მოსჭრეს ჩემი ურთხელი,
და ხეივნებში მთვრალი ღამე ჩასვეს ბანდალით...
  შენ უფრო შორს ხარ, შენი ზღვით და შენი თაისით,
  მე გიწერ ლექსებს და ძველ გზებზე ძველ ფიქრებს არ ვთმობ,
  არ სჩანს პასუხი არავის და არარაისი...
  -ნეტავი რატომ?! -ნეტავი რააატომ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს