ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2010


მთვარე გვანათებდა თავზე სამივეს და....

ისევ წაუკითხე შექსპირს გუშინ ღამე
ისევ წაუკითხე ჩემი სონეტები
სიცოცხლით გადაღლილმა თვალი გამიყარა
მითხრა შევიშალოთ როგორც პოეტები
ისევ გალაკტიონს ისევ გუშინ ღამე
ისევ შევუდარე მხარე მონეტების
მთვარე ანათებდა ისევ მთაწმინდის და
მითხრა შევიშალოთ როგორც პოეტები
ჰეი გალაკტიონ იქვე შესპირიც და
იქვე მეც ვიჯექი ვხატე პორტრეტები
მთვარე გვანათებდა თავზე სამივეს და
ისე შევიშალეთ როგორც პოეტები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები