ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2010


პატარები

***

არცა მწყინს,არც მიხარია,
აღარ  ვარ კაი ხანია.

ამოგვეწურა მგონი სათქმელი,
მიწაზე ყოფნა გახდა სასჯელი.


მთვარემ სამყაროს ზურგი აქცია.
ღამე ამ ამბის ცუდი მაცნეა.


უშენოდ როგორ მიჭირდა?...
თავგამოდებით ყვება ჭრიჭინა.

გული-გრადუსი ჩემი რაკია,
ტემპერტურა...- მინუს დაბლა ...
მხოლოდ იმიტომ არ ვიყინები,
ცხელა,  ხვატია.

ქართული სიტყვა ხეა მორჩილი,
პოეტის ხელში ღვთაებად ქმნილი,
ჩემს ხელში, უშნოდ გამოჩორკნილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები