ნაწარმოებები



ავტორი: მიშიკო ბენდუქიძე
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2010


სამოთხის კართან

ცხოვრება ჯოჯოხეთია, წყეული
და  მე დავდივარ მის ქუჩებში, ეული
უკან დამყვება, მზის სხივი
და გზას მინათებს ის ცივი,
გადამიშალა  იები,
ცრემლებზე ამოზრდილები,
გადამიშალა ვარდები,
მზის სხივს გარეშე ნაზრდები,
გადამიშალა სამოთხე,
და შიგ რას ვხედავ ამ ოხერს
საქართველოა მდუმარე,
სამოთხის კართან ,მწუხარე
მუხლზე ჩაჩოქილს, ვედრებით
მე ვერ შევხედავ შერცხვენილს
ამაყად რომ დგას მუხლებზე,
ცრემლი ჩამოსდის, გულმკერდზე
განგებავ  კარი გაუღე!
ამაყი არის გაუგებ
მაგრამ ,იქნება ოდესმე?
ზღურბლს გადასული ოც მეტრზე
და თუ ცხოვრება ჯოჯოხეთია წყეული
და მე დავრჩები მის ქუჩებში ეული


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები