ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2010


  ჩამოტვირთვა

ნუ გეშინია!

              (ია-იას)

შენი ნიბლია ჩიტი
ხვალ გაფრინდება ცაში,
ვერ შეელევი სევდას,
ცრემლი დაგბზარავს ხმაში...

ჩემთან დარჩესო, ტკივილს
და შენეულ დღის ამინდს,
გული რეპრიზით კივის -
დარდს შეგუებულს ლამის...

მართლა ძნელია ვიცი,
სისხლის დაკარგვა, გრამის.
მარტო დარჩენას ძნელობ
და შეგუებას ღამის...

ლოცვას ხომ ამბობ კარგო,
და პირჯვარს იწერ ასგზის,
მუჭი გახსენი, ჰოდა -
ერთად იქნებით მაინც!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები