ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: პროზა
16 აგვისტო, 2010


ჰორიზონტი

                                                "გიყვარდეს ეს ნიშნავს გრძნობდე მის სამყაროს,
                                                  გიყვარდეს ნიშნავს უყოფდე სულის ნაწილს,
                                                  გიყვარდეს ანუ ანდო შენი თავი, გახსოვდეს           
                                                  ბოლომდე მისი გულის ფეთქვა. გინდა რომ
                                                  შეეხო მის ოცნებას, არასდროს ატკინო გაფიქრება."


მზე ჩასვლას არ ჩქარობს, ნელა მიიწევს ზღვისკენ.
განწყობა აქვს სამყაროს ნისლისფერი-არა ცუდი არა, უბრალოდ ზღვისეული.
ადამიანები ერთმანეთში ურევენ ყველა შეგრძნებას, ასე უაზრო გამომეტყველებით უყურებენ მზის ზღვაში ჩასვენებას.
სამყარო დაღლილი, ფიქრებ გარინდული, თავი ჩაუხრია და ცხოვრებისთვის უჩუქნია თავისუფლება, ენდობა თითოეულ გარხევას ზღვისას.
არ არის მარტო, მეც იქვე ვარ, რომ არ ვარსებობ ისე, მაგრამ სულს ვუნაწილებ.
თვალები-სევდისფერი, ტკივილი-გადმოღვრილი გულიდან და,
ვერავინ გრძნობს.

ამ აქოჩრილ ზღვას ესმის მისი, ჯერ შეუხებელ მის სამყაროზე ტორტმანებს ფიქრი,
მინდა მივიდე, გვერდზე მივუჯდე, როგორც არსებული, მაგრამ არ ვჩანვარ.

ზოგჯერ თავს აწევს, მე შემხედავს, მე არარსებულს, რომელსაც ჰორიზონტის სახელი მიმითვისებია და ფიქრში ეღიმება.
არსებობს.
ერთი რამ შესძლებია, წასვლისას ტკივილი დამიტოვა.
ჯერ არასდროს მიგრძვნია სურვილი ვინმეს დავდევნებოდი, მხარზე ხელი დამედო და უბრალოდ გამეღიმა.
მიდის.

მე ადგილზე ვრჩები,
ჩემ მარადიულ ადგილს არასდროს ვშორდები, რადგან არ ვარსებობს,
მიყურებენ, მგრძნობენ, ოცნებობენ ჩემზე და ჩემამდე მოსვლაზე, მაგრამ
არ ვარსებობ.
მხოლოდ ილუზიაში.

ახლა, როდესაც მზე ნახევრად ზღვაში არის, ვგრძნობ.
ვცდილობ ადგილიდან მოვწყდე,
სამყარო გავუნაწილო, რომელიც არასდროს მქონია.

მზე ზღვის ფსკერზე ნებივრობს, საოცრად ერწყმის მშვენიერების მელოდიას,
ღამდება,
მე კი ილუზიადაც აღარ ვრჩები,
ვქრები,
ბოლოჯერ ვიხსენებ მის წასვლას და
თურმე შემძლებია...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები