ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2010


ცოდვა

ვერ ვამბობ, ვინ ვარ ან როგორი...
ვერც იმას, - ცუდი თუ კარგი ვარ.
ცოდვებით ავივსე გოდორი,
ზურგზემოგდებული დავდივარ.

მძიმეა, მძიმეა ლოდივით
ის ცოდვა, ზურგზე რომ მკიდია!
ღმერთო, დავიღალე ლოდინით,
თუმც ღვთის სამართალი დიდია...

შენ იცი, ვინ როდის გეწვიოს,
ან ვისი ჯერ არ გსურს დანახვა.
სად არის, მაჩვენე ის კარი,
ხალხი რომ შეშალა ნანახმა!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები