ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
17 აგვისტო, 2010


სნეული

სნეული

ჩემი  საწყალი ქვეყანა, ჩემი ლამაზი ქვეყანა, ავადმყოფი მზეთუნახავი, სასთუმალზე მისვენებული, სიცოცხლის ნიშანწყალიც  აღარ ადევს და  მაინც ღირსეულად უჭირავს თავი.  სიკვდილიც კი მონუსხულივით გაყინულა ერთ ადგილზე და მიტკლისფრად მისვენებულ მომაკვდავთან მიახლოებას ვერ ბედავს. ფიქრობს... ვერ გადაუწყვეტია. მოკლას?..შესძლებს?...თუმცა აქამდე ვერასდროს შესძლო ამის გაკეთება.
როცა კი გაიგებდა, ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო  კვდებაო, სიხარულით გამორბოდა...  როგორც კი მის სარეცელს მიუახლოვდებოდა, მაშინვე ფარხმალს ყრიდა და უკან იხევდა. სასაცილოა, მაგრამ  დღემდე ყოველთვის ასე იქცეოდა სიკვდილი.  ეხლა კი... ვინ იცის...ვინ იცის, რა მოხდება...
ძალიან, ძალიან არის მისუსტებული ავადმყოფი მზეთუნახავი. დღეს არაფერი უჭამია. დღეს კი არა უკვე საუკუნეებია არაფერი უჭამია.
ღმერთო რა ლამაზია და რა უმწეო? ნეტავ თუ ესმის რამე, ნეტავ თუ არის  გონზე? გონზეც რომ არ  იყოს, მაინც არ შეიმჩნევს ისეთი ამაყია.
ჩემი მომაკვდავი, ჩემი მიტოვებული, ჩემი ლამაზი ქვეყანა. როგორ მიყვარს?!...ასეთი ლამაზი მაინც არ იყოს? ძვლები მტკივა მის შემყურეს.
უცებ გონს რომ მოეგოს? აზროვნება რომ დაუბრუნდეს ერთი წამით,
აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედოს და  დაინახოს: თურმე სანამ ის კვდებოდა ყველა გაპარულა, ყველას მიუტოვებია და ახლა ასე მიტოვებული, მარტოდ-მარტო კვდება...-მაშინ რაღა ვქნა?...
რა უიმედო იქნება მისი უკანასკნელი გამოხედვა, როგორ ჩაფერფლილ, განადგურებულ, მზერას დატოვებს ამ ქვეყნად.  არ გინდა გაუძლო!?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები