ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2010


ზღაპარი ჩემი

ზღაპარს ვწერ მე ჩემს საკუთარს,
წლები...-გავავსე ფურცლები,
მკვეთრი ფერები გახუნდა,
ხელახლა ღებვას ვუნდები.
მე კი მგონია მართალი,
მაგრამ ამბობენ, ვტყუვდები!
ორმოცდაათ წელს ვითვლი და
ორმოცდაათჯერ ვბრუნდები
ზღაპარში...- მთვარე ამოდის,
კვლავ მოვიმარჯვე ფუნჯები,
მუქლურჯი ღამე გამომდის,
მთვარევ, ზედ ყვითლად შუქდები,
გულო, გაჩერდი, რა მოგდის,
რატომ აღარა ყუჩდები?!
ციმციმვარსკვლავთა გამო თრთი,
ყელში გაჩრილი ბურთები,
მაშ  როგორღა ხარ ზღაპარი,
თუ გულში ცოცხლად სრულდები?
როგორ ვიფიქრო სხვაგვარად,
ჩემთვის ეგ მეტად ძნელია,
ულამაზესი ყვავილი,
მხოლოდ გამხმარი ღერია?
თუ ზღაპრად ვერ წარმოვიდგენ,
ვერც ლექსი დამიწერია,
ან ეს სიცოცხლე რად მინდა,
უაზროდ გამიწელია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები