ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2010


კაი დრო იყო..

კაი დრო იყო... ნამდვილად,
დავეთანხმები წარსულს,
მე უშენობა ამ დღიდან,
არაფრად მიღირს, არც მსურს.

გარდაიმოსა ფიქრებში,
სანუკვარი და სათნო,
არ შემედავო კითხვებში,
არც უჩემობა დათმო,

უბრალოდ ცვალე აწმყო,
იპოვე სულ სხვა გრძნობა,
არაფერს არ ვთმობ კარგო,
არაფერს არ ცვლის თრობა,

დავლეწე წლები ძველი,
და ახალს ვძერწავ აწმყოს,
დავსახო გზები ვრცელი,
მსურს შევედავო ამ ბრბოს.

მე სიმარტოვეს ვხატავ,
და ვტოვებ განვლილ წამებს,
ჩვენს ერთად ყოფნას ვმარხავ,
პანაშვიდად ვწერ ტაეპს.

შევცვალე თითქოს ირგვლივ,
რაც იყო ჩვენთან ახლოს,
არ მინდა ამ დრომ ისევ,
გულთან სხვა მომისახლოს.

კაი დრო იყო, ახლა
ვხვდები რომ იყო სხვა დრო,
უნდა ვეძებო სადღა,
ანდა ღმერთს რა შევვედრო?

მთვრალია კენტად ყოფნა,
და გალეშილა სევდაც,
უერთმანეთო დრამით,
დაგიწერ უფრო მეტსაც...

თუმც სიმარტოვეს ვაქებ,
და მიწევს ყოფნა კენტად,
თავს არასოდეს დავდებ,
რომ დაგივიწყებ მეტად...

საბა დვალი  23.08.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები