ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2008


ცივია მთვარე

ცივია მთვარე ღამის მკერდში გამომწყვდეული,
მთვარე დაღლილი შემოდგომის შორი ძახილით,
მალე ზამთარიც აიტაცებს თეთრი სხეულით,
დრო-ჟამს გაჰყვება ცივი მეფე ყინვის მარხილით..

ჩუმი იქნება ჩემი სახლი და მთვარიანი,
ნაძვები ჩემსკენ გადმოხრიან ტოტებს თოვლიანს,
ბილიკს გაჰყვება სუსტი ქალი,თავსაფრიანი,
შეჭიდებული ყინვის გოლიათს...

გამახსენდება დათოვლილი ჩემი სოფელი,
ნისლში ჩირაღდანს გაანათებს ალბათ ბებია,
ეკლესიისკენ გაუძღვება მას ღვთისმშობელი,
ათასი ლოცვა აღმოხდება სახესევდიანს...

გაჰყვება ბილიკს სამოთხისკენ რომელიც უხმობს,
ცოდვას ჩაჰხედავს, როგორც უფსკრულს და გადალახავს,
პატარა მთვარე გაუნათებს სარეცელს უხმოდ
და დაასიზმრებს შვილიშვილის ღამეულ სახლ-კარს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები