ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პროზა
13 სექტემბერი, 2010


ცას ვარსკვლავები აღარ წყდებიან...

      (დედის მოყოლილი ზღაპრებიდან)

დედა:    მოწყვეტილ ვარსკვლავს ჩავუთქვი შენი თავი...
              ღმერთმაც მომცა თეთრი, ბამბაქულა შვილი, ანგელოზისებური ქერა        კულულებით, დიდი, სითბოჩაღვრილი თვალებით.
      მისრულდებოდა ყველა ნატვრა: იყავი ჯანმრთელი, ბეჯითი, ნიჭიერი, ლამაზი , კეთილი...
        ჩუმად, თითისწვერებზე შემოვდიოდი შენს ფერადსიზმრებიან ოთახში და ჩურჩულით გეფერებოდი:
        -ჩემი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი!
        იზრდებოდი და აფრქვევდი გარშემო სითბოსა და სათნოებას... გასცემდი აუარებას, ითხოვდი მცირედს... ყველას მესაიდუმლე და ნუგეშისმცემელი გულით საკუთარ სევდას დაატარებდი...
          უკვე დიდი ხარ. სახლობანას შენს პატარა, ლამაზ ოჯახში თამაშობ. ღმერთისა და ანგელოსების მოტრფიალეთ, ეშმა შემოგიჩნდათ... ოჯახი დაგებზარა...გეტკინა...
        დაინისლა თვალები...სიმარტოვე შემოგეჩვია...დარდს უდარდელობის ნიღბით ფარავ... ყველაფერი გაქვს, უბრალო ბედნიერების გარდა...
        ხშირად ვუყურებ ზეცას...მინდა ხალისიანს გხედავდე... ვერ გშველი...
        ცას ვარსკვლავები აღარ წყდებიან...

მე:  დე, ჩამიხუტე და... ვარსკვლავთცვენა დაიწყება.... 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები