ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2010


შენით... (დედაჩემს, ნათია ჭინჭარაულს)

ჩემს სუნთქვასა
და ჩემს გულისცემას,
სხვა ვინ გაიგებს,
დედა, შენს გარდა?!
მე შემიძლია შენით
ცას მივწვდე
ან დავინახო შავი ფერადად...

მე შემიძლია
ამ სიყვარულით
გადავუარო სუყველა ზღუდეს, 
ვიდრე ვამბობ და
ვიდრე მგონია,
იმაზე მეტად მიყვარხარ თურმე...

დედის ფუნქცია
ხომ ვიცი, ქვეყნად,
არის სიცოცხლის
ბრძოლა სიკვდილთან...
ასე იქნება,
მჯერა ყოველთვის,
სიცოცხლეშიც და იმის იქითაც -

რომ დედის
თვალი უფრო ღრმაა და
დედის
თვალები შორს ხედავს უფრო,
ერთ ბედნიერ წამს
შვილისათვის რომ
თავის ცხოვრებას მთლიანად უთმობს...

ლიკა ოხანაშვილი
28.08.2010

დაბადების დღეს გილოცავ, დედუსი! მრავალს დაესწარი!!!

მ  ი  ყ  ვ  ა  რ  ხ  ა  რ  ! ! !

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები