ნაწარმოებები



ავტორი: თიკუნა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
28 აგვისტო, 2010


არა, მე არ წავალ

გრძნობა ამერია ფიქრებში და
თითქოს სუნთქვის დროსაც წამებს ვითვლი,
წამი ამერია საათებში
და ეს წამებიც ხომ საათს ერთვის.
უკვე რამდენიმე საათია
მე შენ გამოჩენას ისევ ველი,
და თუ შენს სამყაროს
ნებას დართავ,
ალბათ ფიქრებივით შენც გათბები.

არა, მე არ წავალ დროის იქით,
მაგრამ დროსთან ერთად მაინც არ ვარ,
შენ თუ შემიყვარებ ერთადერთი
მინდა,
უშენობას ვეღარ ვმალავ.

სახეც, ფიქრებიც,
ხომ სიმზრებივით,
დღეებს გაჰყვება და დროში აირევა.
არა, მე არ წავალ ფიქრებს იქით,
სახეს უშენობა შეეპარა.
ისევ მთვარე არის ფანჯრის იქით,
ისევ შენც მთვარესთან ერთადა ხარ,
ნუ, ნუ იქნები ჩემს იქით და...

იცი, მჯერა ისევ ოცნებების.
ახლაც ასრულების იმედი მაქვს,
თუ კი ჩემს  თვალებში დაინახავ
სივრცეს, ფიქრებს იქით დაუმალავს.

არა, მე იცოდე არსად წავალ,
ახლა ცხოვრებაც კი გაინაბა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები