ბადრი თევზაძეს
რად უნდა იყოს მოწყენილი პოეტი კაცი, ისიც პარიზში, შანზელიზეზე? ხედავ, მისტრალი ბებერ ხეებს ყვავილებს აცლის, - აი, მიზეზი...
ან, იქნებ, სულაც, პეიზაჟი სასტუმრო ”ნიცის”, მაღალი სიცხე, ხელის კანკალი... ხიდქვეშ არ მოვა არასოდეს, სულში რომ იცის, ის ხოშკაკალი.
არც წვიმა მოვა, მითუმეტეს დახეულ ხამლით. ხილვა: ბათუმი... სველი აფიშა... - გაცივდა ყავა... ნუთუ მართლა მალარმეს თარგმნით ღია კაფეში?!.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|