(გადამუშავებული და სტილიზებული)
მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა, კახეთ-ჰერეთის განკერძოების უკანასკნელი ციტადელი - კვეტერის ძლევაშემოსილი საერისთავოც აიღო და ეს ბრწყივნალე ციხე-ქალაქი ცეცხლს მისცეს მისმა ებგურებმა, აქაურობა ერთხანად გაუკაცრიელებული დარჩა.
გადაგვარდნენ და გაქრნენ კვეტერის საერისთავოს მრისხანე მფლობელებიც.
მაგრამ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანსა და მზერამიმზიდ ალაგებს დიდი ხნით უპატრონოდ ვინ დატოვებდა?!
გვიანდელი შუასაუკუნეების ერთი სიგელი იუწყება:
"ქრისტე: წყალობად ექმნეს თავადსა აბარდუხ ქალამნიძეს შვილითა და შვილიშვილითა, ციხენი და ადგილნი კვეტერისანი და საბუისანი, ხეობა სრულად ილტოსი, სოფლებითა და ყმითა, წყლითა და ტყითა და ყოვლითა, რაიცა არს და რაიცა იყოს. ბატონსა აბარდუხს ჩვენს მიერ მტერთა ზედა ლაშქრობაებში დიდნი თანადგომანი უქმიენ, თუისისა სიცოცხლისა დაუჭირვებლად. წყალობისა სიგელიცა ესე, რომელი დაურღუეველი იქნებიან მიერჟამთაგან, გულისა და თუალისაგან მეფისა გამოსრული, დაუწერიან მდივანბეგსა - ხატულს!
ბეჭედი: მეფე სრულიადისა საქართველოისა გიორგი. დედოფალი დარეჯან ძენი უფლისწულნი დავით თეიმურაზ"
აბარდუხ ქალამნიძეს სულ მალე აღუდგენ-აუღორძინებია კვეტერის სამპირი ციხე-გალავნები, დიდი საერისთავო სასახლე, შირიმთ ნაგები გვრიტივით ეკლესია და აქაურობის სრულუფლებიან ბატონ-პატრონად ქცეულა.
ზემოთ ითქვა, კვეტერის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და, მართლაც, სხვა ძირეულ ღირებულებებთან ერთად, ეს იყო ის შეუცვლელი გზა, რომლითაც, საზაფხულოდ, კახეთის ბარიდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთისაკენ მიედინებოდა ცხვარ-საქონელი.
მკაცრი ფეოდალი ყოფილა აბარდუხი. განსაკუთრებული სერიოზულობით თურმე ამ გზას ადევნებდა თვალ-ყურს, რადგან გზა შემოსავლის სოლიდურ წყაროს წარმოადგენდა - უბაჟოდ ვერავინ ვერაფერს გაატარებდა ქალამნიძის კუთვნილ მიწა-წყალზე.
აბარდუხ ქალამნიძის მრავალშვილიან ოჯახს კი, რომელსაც უკვე პირველი რძალი, ბახტრიონელი თია შემომატებოდა, შემოსავალი და დოვლათი დიახაც ჭირდებოდა.
თია ცნობილი მეცხვარეების, უნდაურისძეების გვარიდან იყო. მის მამასა და ძმებს ათასობით სული ცხვრის საზაფხულო იალაღები ივრის ხეობის მთებში ქონდათ და მთაში მიმავალ მათ პირუტყვს გზად სწორედ კვეტერა ედო.
იმ დღიდან მეორე წელს, რაც თიამ იმშობიარა და ქყვეყანას კიდევ ერთი ქალამნიძე, დიდი პაპის პირველი მოსახელე ვაჟკაცი მოუვლინა, უნდაურისძეების ცხვარიც დაიძრა ივრის მთებისკენ.
კვეტერის ვიწროებში ცხვრის ფარებს ქალამნიძის გზისმკეტი კაცები დახვდნენ და საბალახო ქირის გადახდა მოსთხოვეს.
უნდაურისძეების მწყემსებმა აუხსნენს გზისმკეტ კაცებს, ფარები ვისაც ეკუთვნოდა, მაგრამ ეს უკანასკნელნი შეუვალნი აღმოჩნდნენ:
- ჩვენა, თქვენი ჭირიმე, ბატონის ბრძანებას ვასრულებთ და საბალახოს გარეშე ვერავის გავატარებთ! - თქვეს მათ.
მწყემსებმა მოსმენილი უნდაურისძეებში ძმებში უფროსს, ქიტესას მოახსენეს.
ქიტესამ გაგონილი გზისმკეტი კაცების ახირებად მიიჩნია, მათთან გაბაასებას მოერიდა, ცხენს მოახტა და პირდაპირ კვეტერის სასახლისკენ გაქუსლა აბარდუხთან.
მაგრამ აბარდუხიც არ აღმოჩნდა ისეთი გულღია და ხალისიანი, როგორც ადრე, ქორწილის დღეებში, ეჩვენებოდათ მოყვრებს.
- ეს ნიხრი სავალდებულოა, საბალახო უნდა გადაიხადოს ყველამ, ვისი ცხვარიც ამ გზით გაივლის! - მკაცრად და ცივად მოჭრა აბარდუხმა და ინდოეთის შალის მდიდრული მოსასხამი მხარზე გადაიგდო.
ქიტესას ნირი წაუხდა. არ ელოდა, თუ ასე უპატივცემულოდ და გულღრძოდ მოექცეოდა სიძის ჯალაფობა, ბრაზისაგან თავი ვეღარ შეიკავა და მოხუცს აალმასებულმა მიუბრუნა:
- თუ ასეა, მაშინ ქრისტე-ღმერთის მადლი გქონიათ გაწყვეტილი, მოყვრებო, ვნანობ, ჩემი და თქვენს ოჯახში რომ შემოვიდა!
თითქოს საიდანღაც ისმენდა ამ დიალოგსო, სწორედ იმ დროს თავად სიძე-ბატონი, აბარდუხის უფროსი ვაჟიშვილიც, გამოჩნდა სასტუმრო ოთახში და ცოლისძმას წყენითა და არძნილობით შეხედა:
- განა რა იყო მამა-ბატონის ნათქვამში გაუგებარი?!.
ქიტესამ იფიქრა, ესენი სულ ერთიანად ჯიგარგარეცხილები ყოფილან, ამათ გამო ცხვარს შუა გზიდან ისევ ბარში ხომ არ მივაბრუნებო და საუბრის კილო შეცვალა:
- ნამდვილად არ მოველოდით, თუ ჩვენგანაც საბალახოს მოითხოვდით, ამიტომ ვერცხლი არ წამოგვიღია თან. უბრძანეთ თქვენს გზისმკეტ კაცებს, გაატარონ ჩვენი ფარები და შემოდგომაზე ერთი-ორად გადაგიხდით ოქროთი!
- ერთი-ორად! - გაღიზიანებას ვეღარ მოერია სიძე, - რასაც ერთმაგად და თავის დროზე ვერ იხდით, ერთი-ორად როგორღა გადაიხდით? - ზურგი აქცია ქიტესას და სასახლის აივნისაკენ წავიდა, საიდანაც მთელი ილტოს ხეობის ულამაზესი ხედი იშლებოდა კავკასიონის ჯერაც ბოლომდე გაუმლღვალი, თოვლიანი მწვერვალებით.
- მონღოლთა ბასკაკები არ იქცეოდნენ ასე, თქვენ უფრო სულაყროლებელები ყოფილხართ, თქვე ღვთის მადლგაწყვეტილებო! - თქვა ქიტესამ და სასტუმროდან გასვლას დაეპირა.
მაგრამ ვერ მოასწრო მუხის მძიმე კარბამდე მისვლაც კი, რომ აივნიდან ოთახში შემობრუნებული სიძე წამოეწია:
- ერთი უყურეთ ამ ღორის შვილს ჩემს სახლში რეებს ბედავს! - დაიღრიალა მან და ხანჯალი იშიშვლა, - ღმერთმანი, სიცოცხლის ღირსი არა ხარ!
და ხანჯალი მძლავრად და მოულოდნელად რამდენიმეგზის შიგ მუცელში დაუტრიალა ცოლისძმას.
ქიტესას მუცლიდან სისხლმა და ნაწლავებმა ერთიანად იფეთქეს და ეს უკანასკნელი მოცელილი ბალახივით მიიფუშა აგურფენილ იატაკზე.
- უთხარი ბიჭებს, გაათრიონ აქედან და ხევში ტურებს გადაუგდონ საჯიჯგნად! - მშვიდად წარმოთქვა აბარდუხმა და უფროს ვაჟიშვილს მხარზე ხელი დაადო: - წოდებას, სახელოს, გვარისა და ოჯახის ღირსებას დაცვა უნდა! სწორად მოიქეცი! მადლობა, შვილო!
* * *
ალბათ, იოლად წარმოსადგენი უნდა იყოს მკითხველისთვის, ქალამნიძეების რძლის, ქიტესას დის, თიას მდგომარეობა, როდესაც მან ეს ამაზრზენი სურათი იხილა!
და, მართლაც, როდესაც უბედურმა დამ საკუთარი ქმრის ხელით მოკლული და ხევში ტურების საჯიჯგნად გადაგდებული ძმის შესახებ შეიტყო, არნახულად უკიდეგანო შურისძიების გრძნობით აევსო გული. უნდაურისძეები ბახტრიონში ჩასახლებული ფშავლები იყვნენ და მთის ადათ-წესები შურისძიებისა ქალ-კაციანდ ძვალ-ხორცში ჰქონდათ გამჯდარი.
თიას, ამ სულიერად უტეხ, თუმცა გარეგნულად ნაზსა და სულსიფრიფანა მეძუძურ დედასა და ტკივილაყოჩებულ დას, ტირილი კი დაუწყია, მაგრამ სხვად ხმაც არ გაუცია ქმარ-მამათილისთვის, თავის ოთახში შეკეტილა და ვახშმობას დალოდებია.
ვახშამს ქალამნიძენი, დიდ-პატარიანად, ერთად მიირთმევდენენ. ჰოდა, როდესაც სუფრის გასაწყობად დატრიალებულან შინამოსამსახურეები, თია სამზარეულოში შესულა სხვათა უჩუმრად, დიდ საჯალაფო ქვაბში, რომელშიც წვნიანი იხარშებოდა, საწამლავი ჩაუყრია და ისევ თავის პირმშოსთან განაპირებულა.
ქალამნიძეთა თვრამეტსულიანი ოჯახი იმავე ღამეს პირწმინდად მიბარებია საიქიო სამყოფელს.
შურისმაძიებელ ქალს სათავადო დედოფლის მანტია მოუსხამს, შემთხვევით გადარჩენილი შინამოსამსახურეებისთვის სასტიკი ბრძანება მიუცია, მომხდარზე კრინტი არ დაეძრათ. მერე მკვდრები კვეტერის გალავანში ჩაშენებულ ერთ-ერთ გოდოლში შეუზიდინებია, კარები ამოუშენებინებია, მაღლიდან ახლადდამწვარი კირი დაუყრევინებია და წყალი დაუსხმევინებია ზედ. ბოლოს თავისი პირმშო გუდაში ჩაუსვამს, ზურგზე მოუკიდებია, კვეტერის სასახლისთვის ცეცხლი მიუცია და მამითადისაკენ აუღია გეზი.
კვეტერიდან ბახტრიონისაკენ მიმავალი ქალი უბრალო ხის საცალფეხო ხიდით ალაზანსგაღმა უნდა გასულიყო.
ხიდზე გადასვლისას, გუდაში ჩასმულ ბავშვს, რომელიც ზურგზე ჰყავდა მოკიდებული, დედისთვის კისერში უკბენია. თია გამწარებულა და უთქვამს:
ძაღლისა ძაღლი გამოვა, ბატკნად ვინა თქვა ლეკვიო, ქალამნიძეთა ჯადოში როდემდე უნდა ვერკვიო?!.
და გონებაარეულს ბავშვი მდინარეში მოუსროლია...
ხიდს რომ გასცილებია და როგორღაც გაუაზრებია, რაც მოიმოქმედა, კივილ-ღრიალი მოურთავს, უკავნე დაბრუნებულა, მდინარის ნაპირს დაჰყოლია იმ იმედით, რომ ეგება ვიპოვო შვილიო, მაგრამ ამაოდ...
სასოწარკვეთილი ქალი ჭკუიდან შეშლილა და სული მასაც იგივე ალაზნისთვის მიუბარებია.
* * *
ეს ფარდ-უცალო ტრაგედია, რომელიც კვეტერა-ბახტრიონის გეოგრაფიულ რკალში გათამაშებულა ოდესღაც და რომელიც მედეას ტრაგედიას ბევრითაც აღარ ჩამორჩება და რომელიც თამამად მოიხდენდა სოფოკლეს კალამს, სულ ორიოდე ძუნწი სტროფით აუსახავს ჩვენს ფოკლორს.
მისი პირველი ვარიანტი მე, პირადად, მოვისმინე, ამ რამდენიმე წლის წინათ, ერთი მოხუცი ახმეტელი მეგარმონისაგან:
ცხრა ძმანი ქალამნიძენი, ერთ დღეს დავხოცე თიამა, კარგ საქმე ვერ გავაკეთე, მაგრამ გულს მაინც ეამა.
ხოლო მეორე ვარიანტი ამოვიკითხე გაზეთ "ბატრიონის" რომელიღაც ძველ ნომერში:
თვრამეტი სული ჯალაბი, ქალმა მე მოვკალ თიამა, ბევრი ჩემ თავსაც დავაკელ, მაგრამ გულსა კი ეამა.
* * *
აი, ჩემო ძმაო შატილიონო, ლეგენდა - სათქმელად საიოლო და საქმნელად ძნელი -რომელიც გამახსენა ამასწინათ კვეტერის თემაზე დაწერილმა შენმა მშვენიერმა ლექსმა. გქონდეს ჩემდა სანუქფოდ და ნიშნად ჩვენი გაუნელებელი სიყვარულისა დიდებული კვეტერის მიმართ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
47. დიდებულადაა გადმოცემული +++++++++++++++
დიდებულადაა გადმოცემული +++++++++++++++
46. ... რაც შეეხება გამოთქმას: ,,ტაო დამაყარაო"... ,,ტაო" ნიშნავს "ეკალს". გეოგრაფიული სახელი - "ტაო" ანუ ეკლიანი ადგილი... შესაბამისად, გამოთქმის შინაარსი ადვილი მისახვედრია.. პროზად თქმულ ქართულ ლეგენდას კი ჩემგან ძალიან დიდი მოწონება, აღფრთოვანება, მზე და უამრავი კესანე... ილტოსპირელო, დიდი მადლობა, რომ გვანებივრებ, გვქონდეს სიამოვენების გამცდის უნარი ლექსად დაწერილი თუ პროზად წარმოთქმული თქვენი შემოქმედებისა! მედეაზე მინდა ვთქვა, სოფოკლეს ტრაგედიაში მედეაა მკვლელი, მაგრამ ქართული გადმოცემით, მედეასა და იაზონის შვილები ეკლესიაში დახოცეს ბერძნებმა.. მე ვფიქრობ, რომ ქართველი დედა არ შეიძლება იყოს შვილების მკვლელი, შურისძიება რაც არ უნდა სასტიკი იყოს, მაინც არ გაიმეტებდა თავის შვილებს!.. სოფოკლემ ეს ტრაგედია მოგვიანებით დაწერა. ბერძნების დანაშაული რომ დაფარულიყო, ქართველ დედას ცილი დასწამეს!.. მე ასე მჯერა ეს ლეგენდა!...
*** ... მაშინ, როცა ქართველი დედები გმირებს უზრდიდნენ მამულს............. მაშინ სხვანიარად უყვარდათ სამშობლო, სხვანაირად იცოდნენ სიყვარულისა და სიცოცხლის ფასი.. სხვანაირად სწამდათ უფალი და სხვანაირად ზრუნდავდნენ მტერსა თუ მოყვარეზე!..
***
ე ლ ი ზ ა ვ ე ტ ა, ჩვენ, ქართველები ისეთივენი ვართ, როგორც სხვა დანარჩენი ერები. არაფრით გასხვავებული. ჩვენშიც ზუსტად იმდენია სიკეთეც და ბოროტებაც, რამდენიც სხვებში. ..... მაგრამ ....................
... რაც შეეხება გამოთქმას: ,,ტაო დამაყარაო"... ,,ტაო" ნიშნავს "ეკალს". გეოგრაფიული სახელი - "ტაო" ანუ ეკლიანი ადგილი... შესაბამისად, გამოთქმის შინაარსი ადვილი მისახვედრია.. პროზად თქმულ ქართულ ლეგენდას კი ჩემგან ძალიან დიდი მოწონება, აღფრთოვანება, მზე და უამრავი კესანე... ილტოსპირელო, დიდი მადლობა, რომ გვანებივრებ, გვქონდეს სიამოვენების გამცდის უნარი ლექსად დაწერილი თუ პროზად წარმოთქმული თქვენი შემოქმედებისა! მედეაზე მინდა ვთქვა, სოფოკლეს ტრაგედიაში მედეაა მკვლელი, მაგრამ ქართული გადმოცემით, მედეასა და იაზონის შვილები ეკლესიაში დახოცეს ბერძნებმა.. მე ვფიქრობ, რომ ქართველი დედა არ შეიძლება იყოს შვილების მკვლელი, შურისძიება რაც არ უნდა სასტიკი იყოს, მაინც არ გაიმეტებდა თავის შვილებს!.. სოფოკლემ ეს ტრაგედია მოგვიანებით დაწერა. ბერძნების დანაშაული რომ დაფარულიყო, ქართველ დედას ცილი დასწამეს!.. მე ასე მჯერა ეს ლეგენდა!...
*** ... მაშინ, როცა ქართველი დედები გმირებს უზრდიდნენ მამულს............. მაშინ სხვანიარად უყვარდათ სამშობლო, სხვანაირად იცოდნენ სიყვარულისა და სიცოცხლის ფასი.. სხვანაირად სწამდათ უფალი და სხვანაირად ზრუნდავდნენ მტერსა თუ მოყვარეზე!..
***
ე ლ ი ზ ა ვ ე ტ ა, ჩვენ, ქართველები ისეთივენი ვართ, როგორც სხვა დანარჩენი ერები. არაფრით გასხვავებული. ჩვენშიც ზუსტად იმდენია სიკეთეც და ბოროტებაც, რამდენიც სხვებში. ..... მაგრამ ....................
45. ამ ნაწარმოების კითხვა რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ რაღაც გარემოებამ თუ სიტუაციამ შემიშალა ხელი და ვეღარ გავაგრძელე, მერე თითქოს მიმავიწყდა კიდეც! ახლა კი.. -ახლა წავიკითხე და ემოციებით და განცდებით დაზაფრული და გაოგნებული ვერაფერს ვწერ! ამ ნაწარმოების კითხვა რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ რაღაც გარემოებამ თუ სიტუაციამ შემიშალა ხელი და ვეღარ გავაგრძელე, მერე თითქოს მიმავიწყდა კიდეც! ახლა კი.. -ახლა წავიკითხე და ემოციებით და განცდებით დაზაფრული და გაოგნებული ვერაფერს ვწერ!
44. ეს ლეგენდა წაკითხული მქონია მე და თავიდან წავიკითხე კიდევ მეტი რა ვქნა? არა მართლა ძალიან მომეწონა მიშავ ... ეს ლეგენდა წაკითხული მქონია მე და თავიდან წავიკითხე კიდევ მეტი რა ვქნა? არა მართლა ძალიან მომეწონა მიშავ ...
43. შესანიშნავია. ქვემოთ უკვე მოცემული ერთი-ორი ლექსიკური რჩევის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილად შეკრული, ზუსტად შერჩეული სტილით გადმოცემული, წარმატებულად შემდგარი სახასიათო ლეგენდაა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მშვენიერი ნაშრომებით გვახარებთ, ბატონო მიშა. ღმერთმა მოგცეთ ჯანი და სიხალისე. ჭეშმარიტ მწერალს რაც ჭირდება, თქვენ უკვე ბლომად გაქვთ მომადლებული. :) პატივისცემით შესანიშნავია. ქვემოთ უკვე მოცემული ერთი-ორი ლექსიკური რჩევის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სრულყოფილად შეკრული, ზუსტად შერჩეული სტილით გადმოცემული, წარმატებულად შემდგარი სახასიათო ლეგენდაა. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მშვენიერი ნაშრომებით გვახარებთ, ბატონო მიშა. ღმერთმა მოგცეთ ჯანი და სიხალისე. ჭეშმარიტ მწერალს რაც ჭირდება, თქვენ უკვე ბლომად გაქვთ მომადლებული. :) პატივისცემით
42. ძალიან მომეწონა, წავიკითხე ადრე,თუმცა გამომტჩენია შეფასება, საინტერესო და დამაჯერებლობით გვიამბობ ლეგენდას, +5555 ჩემგან ძალიან მომეწონა, წავიკითხე ადრე,თუმცა გამომტჩენია შეფასება, საინტერესო და დამაჯერებლობით გვიამბობ ლეგენდას, +5555 ჩემგან
41. დამზაფრა ვენდეტამ... რატომ აქამდე არ მქონდა წაკითხული?! სასწაული ემოცია მოაქვს! არადა თავიდან ჩამეცინა, ნისია გვიანდელ შუასაუკუნეების საქართველოშიც კი არსებულა თქო და... უცებ ...ასეთი ბოლო!... საოცრად წერ! მიხარიხარ, ასე კარგად რომ იცნობ საქართველოს ისტორიას, ტრადიცებს... და საერთოდაც :) საინტერესო შემოქმედი ხარ! მრავალმხრივიიი!!! :) :-* P.$. მრავალწახნაგა თვალი ხომ იცი ყველაზე მეტად ბრჭყვილებს?! ხო და ჩემი ბრჭყვიალა ხარ შეენ !!! :) პროზა-პოეზიის ალამასიი ! ვოტ! :) დამზაფრა ვენდეტამ... რატომ აქამდე არ მქონდა წაკითხული?! სასწაული ემოცია მოაქვს! არადა თავიდან ჩამეცინა, ნისია გვიანდელ შუასაუკუნეების საქართველოშიც კი არსებულა თქო და... უცებ ...ასეთი ბოლო!... საოცრად წერ! მიხარიხარ, ასე კარგად რომ იცნობ საქართველოს ისტორიას, ტრადიცებს... და საერთოდაც :) საინტერესო შემოქმედი ხარ! მრავალმხრივიიი!!! :) :-* P.$. მრავალწახნაგა თვალი ხომ იცი ყველაზე მეტად ბრჭყვილებს?! ხო და ჩემი ბრჭყვიალა ხარ შეენ !!! :) პროზა-პოეზიის ალამასიი ! ვოტ! :)
40. არაჩვეულებრივია, დიდებული და აღმატებული, ასე მეგონა ჩამკვდარი იყო ისტორიული ჟანრი არაჩვეულებრივია, დიდებული და აღმატებული, ასე მეგონა ჩამკვდარი იყო ისტორიული ჟანრი
39. საქართველოს ისტორიაში მწირად თუმცა ლამაზად იყო დახატული კვეტერის ციხე და არცთუ ისე დიდი მანძილის მიუხედავად მაინც შევძელით სკოლიდან ბავშვებმა გაპარვა და მისი დალაშქვრა, მაგრამ რაც აქ წავიკითხე ისტორიის სასწავლო პროგრამა არაფრად მეჩვენა, საქართველოს თითოეულ კუთხის სილამაზე მისი მატიანეთი უნდა გაიცნო ქართველმა...
საქართველოს მემატიანეც კი ქედს მოიდრეკდა ასეთი ღვაწლის წინაშე რაც აქ მოგვიტანეთ ბატონო მიშა :) საქართველოს ისტორიაში მწირად თუმცა ლამაზად იყო დახატული კვეტერის ციხე და არცთუ ისე დიდი მანძილის მიუხედავად მაინც შევძელით სკოლიდან ბავშვებმა გაპარვა და მისი დალაშქვრა, მაგრამ რაც აქ წავიკითხე ისტორიის სასწავლო პროგრამა არაფრად მეჩვენა, საქართველოს თითოეულ კუთხის სილამაზე მისი მატიანეთი უნდა გაიცნო ქართველმა...
საქართველოს მემატიანეც კი ქედს მოიდრეკდა ასეთი ღვაწლის წინაშე რაც აქ მოგვიტანეთ ბატონო მიშა :)
38. შემზარა ამ ისტორიამ, მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი ამის გაფიქრებაც არ მსურს,,, მადლობა ავტორს! შემზარა ამ ისტორიამ, მის ადგილას როგორ მოვიქცეოდი ამის გაფიქრებაც არ მსურს,,, მადლობა ავტორს!
37. მეტად საინტერესო ამბავი წავიკითხე... ანთას ვეთანხმები, ამ ტრაგედიის მიზეზი უღმერთობაა და ამპარტავნება... ღმერთი სიყვარული არს ... მადლობა ავტორს მეტად საინტერესო ამბავი წავიკითხე... ანთას ვეთანხმები, ამ ტრაგედიის მიზეზი უღმერთობაა და ამპარტავნება... ღმერთი სიყვარული არს ... მადლობა ავტორს
36. ჩემი შეფასებით არ ვიცი რაიმე თუ დაგემატება, მაგრამ, უდაოდ ძალიან მაგარი რამეა. ყოველთვის, როცა აქ შემოვდივარ, გადავხედავ ჩემთვის რჩეულ ავტორებს და ერთერთი მათ შორის თქვენ ხართ... ჩემი შეფასებით არ ვიცი რაიმე თუ დაგემატება, მაგრამ, უდაოდ ძალიან მაგარი რამეა. ყოველთვის, როცა აქ შემოვდივარ, გადავხედავ ჩემთვის რჩეულ ავტორებს და ერთერთი მათ შორის თქვენ ხართ...
34. ამ ტრაგედიის მიზეზი უღმერთობაა. ბევრი რამის სწავლა შეიძლება ამ ლეგენდიდან. ამ მხრივ იგი უთუოდ ძვირფასი მასალაა.
ამ ტრაგედიის მიზეზი უღმერთობაა. ბევრი რამის სწავლა შეიძლება ამ ლეგენდიდან. ამ მხრივ იგი უთუოდ ძვირფასი მასალაა.
33. დიდი მადლობა შექებისთვის, გეთანხმებით ზოგადად ადამიანში განურჩევლათ სქესისა და ეროვნებისა სახლობს დემონიც და ანგელოზიც ერთად. მთავარია პოტენციალის მიმართვა დადებითის ან უარყოფითისკენ თუმცა, ეს უკანასკნელიც პირობითია... და მაინც არ შემიძლია მივუტევო შვილის მკვლელ დედას, ეს ჩემი სუსტი წერტილია ალბათ... რა ვქნა ბუნების კანონია ყველა ქალი პოტენციური დედაა(მათ შორის მეც), სხვა საკითხია როგორი დედაა ის? დიდი მადლობა შექებისთვის, გეთანხმებით ზოგადად ადამიანში განურჩევლათ სქესისა და ეროვნებისა სახლობს დემონიც და ანგელოზიც ერთად. მთავარია პოტენციალის მიმართვა დადებითის ან უარყოფითისკენ თუმცა, ეს უკანასკნელიც პირობითია... და მაინც არ შემიძლია მივუტევო შვილის მკვლელ დედას, ეს ჩემი სუსტი წერტილია ალბათ... რა ვქნა ბუნების კანონია ყველა ქალი პოტენციური დედაა(მათ შორის მეც), სხვა საკითხია როგორი დედაა ის?
32. "საქართველო ყოველთვის იყო საშინელ ადამიანთა საბუდარი..."
უმკაცრესი და უსამართლო მსჯავრია!
ე ლ ი ზ ა ვ ე ტ ა, ჩვენ, ქართველები ისეთივენი ვართ, როგორც სხვა დანარჩენი ერები. არაფრით გასხვავებული. ჩვენშიც ზუსტად იმდენია სიკეთეც და ბოროტებაც, რამდენიც სხვებში.
განა ნაკლები საშინელებები ხდებოდა, ვთქვათ, ანტიკუი ხელოვნების აკვანში, საბერძნეთში? ის ტრაგედიები, რომელსაც ძველი ბერძნები ქმნიდნენ, ხომ სწორედ ამგვარ რეალობებსა თუ ლეგენდებზე შენდებოდა!
ასევე იყო ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, სხვაგანაც!
უღრმესი მადლობა ასე ყურადღებით წაკითხვისა და განცდისთვის! ნამდვილად გემოვნებიანი ადამიანი ჩანხართ! "საქართველო ყოველთვის იყო საშინელ ადამიანთა საბუდარი..."
უმკაცრესი და უსამართლო მსჯავრია!
ე ლ ი ზ ა ვ ე ტ ა, ჩვენ, ქართველები ისეთივენი ვართ, როგორც სხვა დანარჩენი ერები. არაფრით გასხვავებული. ჩვენშიც ზუსტად იმდენია სიკეთეც და ბოროტებაც, რამდენიც სხვებში.
განა ნაკლები საშინელებები ხდებოდა, ვთქვათ, ანტიკუი ხელოვნების აკვანში, საბერძნეთში? ის ტრაგედიები, რომელსაც ძველი ბერძნები ქმნიდნენ, ხომ სწორედ ამგვარ რეალობებსა თუ ლეგენდებზე შენდებოდა!
ასევე იყო ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, სხვაგანაც!
უღრმესი მადლობა ასე ყურადღებით წაკითხვისა და განცდისთვის! ნამდვილად გემოვნებიანი ადამიანი ჩანხართ!
31. საინტერესო ლეგენდაა, შემზარავიც. ამ ლეგენდის 30 პროცენტიც რომ იყოს სიმართლე (გრძნობებს აყოლილს) ერთი დასკვნა გამომაქვს: საქართველო ყოველთვის იყო საშინელ ადამიანთა საბუდარი, საშინლად ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები, სა-შინ- ლააად... ამ ნიჭიერებას სიცოცხლის შექმნაც შეუძლია, ხარაკირიც, სუიციდიცა და მოკვლა კი არა გაჟლეტა საკუთარი ჯიშ-ჯილაგისა, აღგვა პირისაგან მიწისა იმ სახლისა სადაც თავად დაიბადა ეს უცნაური გენი (ქართული გენი). საინტერესო ლეგენდაა, შემზარავიც. ამ ლეგენდის 30 პროცენტიც რომ იყოს სიმართლე (გრძნობებს აყოლილს) ერთი დასკვნა გამომაქვს: საქართველო ყოველთვის იყო საშინელ ადამიანთა საბუდარი, საშინლად ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები, სა-შინ- ლააად... ამ ნიჭიერებას სიცოცხლის შექმნაც შეუძლია, ხარაკირიც, სუიციდიცა და მოკვლა კი არა გაჟლეტა საკუთარი ჯიშ-ჯილაგისა, აღგვა პირისაგან მიწისა იმ სახლისა სადაც თავად დაიბადა ეს უცნაური გენი (ქართული გენი).
30. ძალიან ძლიერი ნამუშევარია, ყველა სიტყვა. თითოეული ფრაზა არის ლაკონური და ამბავს, რომელიც მართლაც შემზარავია, მთლიანობაში კრავს და ისე მოაქვს მკითხველამდე. არა მარტო პროზაული ან პოეტური, ორივე ერთად, რაც ასე მნიშვნელოვანია ლეგენდის გადმოსაცემად. ვაფასებ თქვენს შრომას და საკითხისადმი სერიოზულ მიდგომას. ვთვლი, რომ ამ ნაშრომმა (როგორც აქ უკვე დაარქვეს და აბსოლუტურად ვეთანხმები) თავისი ნიშა უნდა უნდა დაიკავოს ქართული ზეპირსიტყვიერების კვლევის საქმეში, არ ვაჭარბებ. ჩემთვის კი მაინტერესებს: ეს პირველი შეხება არ უნდა იყოს ლეგენდასთან, არა? ძალიან ძლიერი ნამუშევარია, ყველა სიტყვა. თითოეული ფრაზა არის ლაკონური და ამბავს, რომელიც მართლაც შემზარავია, მთლიანობაში კრავს და ისე მოაქვს მკითხველამდე. არა მარტო პროზაული ან პოეტური, ორივე ერთად, რაც ასე მნიშვნელოვანია ლეგენდის გადმოსაცემად. ვაფასებ თქვენს შრომას და საკითხისადმი სერიოზულ მიდგომას. ვთვლი, რომ ამ ნაშრომმა (როგორც აქ უკვე დაარქვეს და აბსოლუტურად ვეთანხმები) თავისი ნიშა უნდა უნდა დაიკავოს ქართული ზეპირსიტყვიერების კვლევის საქმეში, არ ვაჭარბებ. ჩემთვის კი მაინტერესებს: ეს პირველი შეხება არ უნდა იყოს ლეგენდასთან, არა?
29. ეს წაკითხული მქონდა და აშკარად არ არის კომენტარი და შეფასება დაფიქსირებული : ( ახლა კიდე ხელმეორედ გადავიკითხე და მინდა გითხრათ უფრო ახლოს მივიღე ვიდრე პირველად წაკითხვისას, საერთოდ რამდენადაც მე ვიცი ,,ლეგენდა,, - ,,რეალობასთან,, ახლოს დგას ან თუ არ დგას აყენებენ, რადგან გადმოცემაა საჭირო თაობიდან თაობაზე, მახსოვს პატარა რომ ვიყავი ლეგენდა ნამდვილ ამბავში მერეოდა ხოლმე, რაიმე ლეგენდას რომ მომიყვებოდნენ დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ასე იყო, ასე აღვიქვამდი : ))
თქვენს ნაშრომს, ასე ვუწოდებ რაც შეეხება ბევრის მომტანია, სახასიათო და საინტერესო, ისეთი რომ მერე ,,ლეგენდად,, გადასცემ შვილს ან შვილიშვილს...
მოკლედ ბატონო მიშა უდიდესი მოწონება ჩემგან, არ მეხერხება სიტყვით გამოსვლა, თუმცა ბევრ რამეს ვიტყოდი კიდევ : ))
პ.ს. რ ვიცი რატომ მაგრამ ლესინგის ,,ლაოკოონი,, გამახსენდა! დამცინეთ თუ გინდათ :)) :D ;;)
ეს წაკითხული მქონდა და აშკარად არ არის კომენტარი და შეფასება დაფიქსირებული : ( ახლა კიდე ხელმეორედ გადავიკითხე და მინდა გითხრათ უფრო ახლოს მივიღე ვიდრე პირველად წაკითხვისას, საერთოდ რამდენადაც მე ვიცი ,,ლეგენდა,, - ,,რეალობასთან,, ახლოს დგას ან თუ არ დგას აყენებენ, რადგან გადმოცემაა საჭირო თაობიდან თაობაზე, მახსოვს პატარა რომ ვიყავი ლეგენდა ნამდვილ ამბავში მერეოდა ხოლმე, რაიმე ლეგენდას რომ მომიყვებოდნენ დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ასე იყო, ასე აღვიქვამდი : ))
თქვენს ნაშრომს, ასე ვუწოდებ რაც შეეხება ბევრის მომტანია, სახასიათო და საინტერესო, ისეთი რომ მერე ,,ლეგენდად,, გადასცემ შვილს ან შვილიშვილს...
მოკლედ ბატონო მიშა უდიდესი მოწონება ჩემგან, არ მეხერხება სიტყვით გამოსვლა, თუმცა ბევრ რამეს ვიტყოდი კიდევ : ))
პ.ს. რ ვიცი რატომ მაგრამ ლესინგის ,,ლაოკოონი,, გამახსენდა! დამცინეთ თუ გინდათ :)) :D ;;)
28. შესანიშნავია ბატონო მიშა... შესანიშნავია ბატონო მიშა...
27. მიშა, რა გითხრა აბა? ნიჭიერი ხარ მეგობარო, პროზაშიც და პოეზიაშიც... გულით გისურვებ წარმატებას :) მიშა, რა გითხრა აბა? ნიჭიერი ხარ მეგობარო, პროზაშიც და პოეზიაშიც... გულით გისურვებ წარმატებას :)
26. მაგარი რამეა , ეს ლეგენდა არ ვიცოდი . საინტერესო თხრობაა მაგრამ ცოტა აღქმა ჭირს .... მე ასე მომეჩვენა , ალბათ ძნელად ვკითხულობდი !... 5 მაგარი რამეა , ეს ლეგენდა არ ვიცოდი . საინტერესო თხრობაა მაგრამ ცოტა აღქმა ჭირს .... მე ასე მომეჩვენა , ალბათ ძნელად ვკითხულობდი !... 5
25. შენი საკალმოსია!!! სხვას ეს არ ხელეწიფება!!! შატილიონიარფრთოვანებული დარჩენილზა და სხვებიც!!! არც მე ვიცოდი ესე ამბავი კვეტარელ-ბახტრიონელ თიასი!!! ტენდს დაუსწრია მიხეილ სათქმელი ჩემი ზოგიერთი!!! ძლიერი ხარ ადამიანო, ძლიერი!!! გაიხარე შენა!!! შენი საკალმოსია!!! სხვას ეს არ ხელეწიფება!!! შატილიონიარფრთოვანებული დარჩენილზა და სხვებიც!!! არც მე ვიცოდი ესე ამბავი კვეტარელ-ბახტრიონელ თიასი!!! ტენდს დაუსწრია მიხეილ სათქმელი ჩემი ზოგიერთი!!! ძლიერი ხარ ადამიანო, ძლიერი!!! გაიხარე შენა!!!
24. საინტერესოა ინფორმაციაა... საინტერესოა ინფორმაციაა...
23. უღმესი მადლობა ტენდს ასე ყურადღებით წაკითხვისა და შენიშვნებისთვის! მე მათ უთუოდ გავითვალისწინებ! უღმესი მადლობა ტენდს ასე ყურადღებით წაკითხვისა და შენიშვნებისთვის! მე მათ უთუოდ გავითვალისწინებ!
22. ძალიან მომეწონა. საინტერესო ლეგენდაა და საინტერესოდ გადმოცემული. ასეთ სუფთა ქართულ ლეგენდას ჩემი აზრით არ უხდება " ქალამნიძეების რძლის, ქიტესას დის, თიას რეაქცია, " - სიტყვა რეაქცია - ალათ ჯობდა "ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა,,, ან თიას მდგომარეობა"... ან რა ვიცი, თქვენ უკეთესად მოიფიქრებთ. "თურმე ამ გზის კონტროლს ეკიდებოდა," - უკეთესი იქნებოდა თვალყურს ადევნებდა. ნასესხები, ანუ საერთაშორისო სიტყვები არ უხდება. ეს რომ იყოს, ლეგენდა კი არა, იმ ეპოქის ისტორიული მიმოხილვა, მაშინ, რასაკვირველია დასაშვებია. ეს პირადად ჩემი აზრია. "ტაო დამაყარა" - კაჴეთში ნამდვილად ხშირად გაიგებთ. მაგრამ "ტაო" , როგორც მე ვიცი ირანული სიტყვაა და "ეკალს" ნიშნავს. თქვენ ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ ქართულ ენაში ბევრია ისანული სიტყვები - "ქალაქი, ქუჩა, უჩუმრად,კარაქი, ხალიჩა..." და ასე შემდეგ. ჩემი მაქსიმალური შეფასება. :) კიდევ მოვბრუნდები ამ ლეგენდასთან. :) :) ძალიან მომეწონა. საინტერესო ლეგენდაა და საინტერესოდ გადმოცემული. ასეთ სუფთა ქართულ ლეგენდას ჩემი აზრით არ უხდება " ქალამნიძეების რძლის, ქიტესას დის, თიას რეაქცია, " - სიტყვა რეაქცია - ალათ ჯობდა "ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა,,, ან თიას მდგომარეობა"... ან რა ვიცი, თქვენ უკეთესად მოიფიქრებთ. "თურმე ამ გზის კონტროლს ეკიდებოდა," - უკეთესი იქნებოდა თვალყურს ადევნებდა. ნასესხები, ანუ საერთაშორისო სიტყვები არ უხდება. ეს რომ იყოს, ლეგენდა კი არა, იმ ეპოქის ისტორიული მიმოხილვა, მაშინ, რასაკვირველია დასაშვებია. ეს პირადად ჩემი აზრია. "ტაო დამაყარა" - კაჴეთში ნამდვილად ხშირად გაიგებთ. მაგრამ "ტაო" , როგორც მე ვიცი ირანული სიტყვაა და "ეკალს" ნიშნავს. თქვენ ჩემზე უკეთესად გეცოდინებათ ქართულ ენაში ბევრია ისანული სიტყვები - "ქალაქი, ქუჩა, უჩუმრად,კარაქი, ხალიჩა..." და ასე შემდეგ. ჩემი მაქსიმალური შეფასება. :) კიდევ მოვბრუნდები ამ ლეგენდასთან. :) :)
21. ყოველთვის საინტერესო და კარგ თემებს გვთავაზობთ! ლეგენდა სულისშემძვრელია,შურისძიებასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი! სამწუხაროდ კვეტერა არ მინახავს! ყოველთვის საინტერესო და კარგ თემებს გვთავაზობთ! ლეგენდა სულისშემძვრელია,შურისძიებასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი! სამწუხაროდ კვეტერა არ მინახავს!
20. მართლაც რომ საინტერესო ამბავია, საინტერესოდ გადმოცემული, როდის გამომეპარა არც ვიცი არ მქონდა წაკითხული. კარგია რომ წავიკითხე. ხვარამზე კი წაკითხული და შეფასებულიც მაქვს, მე მგონი. მართლაც რომ საინტერესო ამბავია, საინტერესოდ გადმოცემული, როდის გამომეპარა არც ვიცი არ მქონდა წაკითხული. კარგია რომ წავიკითხე. ხვარამზე კი წაკითხული და შეფასებულიც მაქვს, მე მგონი.
19. ძალიან საინტერესო ინფორმაციაა... მშვენივრად არის გადმოცემული! ძალიან საინტერესო ინფორმაციაა... მშვენივრად არის გადმოცემული!
18. მწყემსებმა მოსმენილი უნდაურისძეებში ძმებში უფროსს, ქიტესას მოახსენეს. ეს წინადადება რომ გაიმართოს?.. რამდენიმე ასო აკლია-ეს მექანიკურია, აშკარად. საერთოდ კი, მოხიბლული ვარ.მეტად დახვეწილი ნამუშევარია, იმდენად, რომ ნიშნის დაწერაც კი მკრეხელობა იქნება ალბათ. მწყემსებმა მოსმენილი უნდაურისძეებში ძმებში უფროსს, ქიტესას მოახსენეს. ეს წინადადება რომ გაიმართოს?.. რამდენიმე ასო აკლია-ეს მექანიკურია, აშკარად. საერთოდ კი, მოხიბლული ვარ.მეტად დახვეწილი ნამუშევარია, იმდენად, რომ ნიშნის დაწერაც კი მკრეხელობა იქნება ალბათ.
17. შესანიშნავი ლეგენდაა ლამაზად მოთხრობილი. სწორედ რომ შენ გეკუთვნოდა ამის გამომზეურება, ილტოსპირელო... შესანიშნავი ლეგენდაა ლამაზად მოთხრობილი. სწორედ რომ შენ გეკუთვნოდა ამის გამომზეურება, ილტოსპირელო...
16. გაიხარე, სოლე, კარგია კიდევ ერთხელ რომ გადაკითხავს! მანდ დროში აღრეულობა კი არ არის, თხრობის სტილი იცვლება ხოლმე - ხან პირდაპირია თხრობა, ხან "სხვათა სიტყვით" ხდება ამბის მოყოლა, ანუ ხან ავტორის მხატვრული თხრობაა, ხან პირდაპირ ლეგენდური პასაჟები შემოაქვს მას!
შეიძლება თავად მასაც გაეპაროს რაიმე შეცდომა, მაგრამ კარგია სერიოზული, დაკვირვებული, აკადემიური მკითხველი რომ შემოვა გვერდზე - გულწრფელად მიხარია!
არადა, ეს ლეგენდა, ძირითადად, სწორედ ასეთმა სერიოზულმა ადამიანებმა წაიკითხეთ! რისთვისაც უღრმესი მადლობა მომიხსენებია ყველა თქვენგანისთვის!
ერთ სალიტერატურო ინტერნეტსაიტზე 10-15 სერიოზული ავტორი და მკითხველი შეიძლება უდიდესი სიმდიდრე და ბედნიერებაც კია! ბალასტი კი ყოველთვის იყო და იქნება!
გაიხარე, სოლე, კარგია კიდევ ერთხელ რომ გადაკითხავს! მანდ დროში აღრეულობა კი არ არის, თხრობის სტილი იცვლება ხოლმე - ხან პირდაპირია თხრობა, ხან "სხვათა სიტყვით" ხდება ამბის მოყოლა, ანუ ხან ავტორის მხატვრული თხრობაა, ხან პირდაპირ ლეგენდური პასაჟები შემოაქვს მას!
შეიძლება თავად მასაც გაეპაროს რაიმე შეცდომა, მაგრამ კარგია სერიოზული, დაკვირვებული, აკადემიური მკითხველი რომ შემოვა გვერდზე - გულწრფელად მიხარია!
არადა, ეს ლეგენდა, ძირითადად, სწორედ ასეთმა სერიოზულმა ადამიანებმა წაიკითხეთ! რისთვისაც უღრმესი მადლობა მომიხსენებია ყველა თქვენგანისთვის!
ერთ სალიტერატურო ინტერნეტსაიტზე 10-15 სერიოზული ავტორი და მკითხველი შეიძლება უდიდესი სიმდიდრე და ბედნიერებაც კია! ბალასტი კი ყოველთვის იყო და იქნება!
15. ბოდიშს ვუხდი ავტორს,ლაფსუსი თავად გამეპარა.მეორედ გადავიკითხე და კრიტიკა უკან მიმაქვს,5555 ვტოვებ ბოდიშს ვუხდი ავტორს,ლაფსუსი თავად გამეპარა.მეორედ გადავიკითხე და კრიტიკა უკან მიმაქვს,5555 ვტოვებ
14. მომეწონა.პატარა ლაფსუსები მომხვდა თვალში,თხრობისას გრამატიკულ დროში ნახტომებია,აწმყო- წარსული-აწმყო.მაგალითად:"...სურათი იხილა" ,"ტირილი დაუწყია"...ან თუ იხილა მერე შეიტყო?.თუმცა ამას ავტორი თავადაც მიხვდება და ჩაასწორებს.ისე ძალიან მომეწონა თვით ლეგენდაც და თხრობის სტილიც,ინტერესით იკითხება.მიხარია რომ ქართული ფოლკლორის მარგალიტებს აღვიძებენ ხოლმე.იმედია არ მიწყენს ავტორი,ვიცი ყალბ შეფასებებს ერიდება. გმადლობთ5555 მომეწონა.პატარა ლაფსუსები მომხვდა თვალში,თხრობისას გრამატიკულ დროში ნახტომებია,აწმყო- წარსული-აწმყო.მაგალითად:"...სურათი იხილა" ,"ტირილი დაუწყია"...ან თუ იხილა მერე შეიტყო?.თუმცა ამას ავტორი თავადაც მიხვდება და ჩაასწორებს.ისე ძალიან მომეწონა თვით ლეგენდაც და თხრობის სტილიც,ინტერესით იკითხება.მიხარია რომ ქართული ფოლკლორის მარგალიტებს აღვიძებენ ხოლმე.იმედია არ მიწყენს ავტორი,ვიცი ყალბ შეფასებებს ერიდება. გმადლობთ5555
13. მიშა, გაოგნებული ვარ... ჯერ ერთი იმით, რომ არ ვიცოდი ეს შემზარავი ამბავი და ახლა , წაკითხვის მერე, თავზარდაცემული ვარ...ეს ტრაგედია უფრო დიდ რეზონანსს საჭიროებს, ... მეორედ იმით, რომ მე მომიძღვენი და არ ვიცი, მადლიერება როგორ გამოვხატო... მესამედ იმით, რომ ასე დიდებულად წერ და ასე სიტყვას ასე ცვილივით ამორჩილებ შენს კალამს. უღრმესი მადლობა, დარწმუნებული ვარ, ვინც წაიკითახავს, დიდი ტკივილს, ეროვნულს და ადამიანურს, ერთად იგრძნობს და როგორ მინდა მთელმა საქართველომ წაიკითხოს ეს საოცარი ლაკონურობით დაწერილი ტრაგედია. მიშა, გაოგნებული ვარ... ჯერ ერთი იმით, რომ არ ვიცოდი ეს შემზარავი ამბავი და ახლა , წაკითხვის მერე, თავზარდაცემული ვარ...ეს ტრაგედია უფრო დიდ რეზონანსს საჭიროებს, ... მეორედ იმით, რომ მე მომიძღვენი და არ ვიცი, მადლიერება როგორ გამოვხატო... მესამედ იმით, რომ ასე დიდებულად წერ და ასე სიტყვას ასე ცვილივით ამორჩილებ შენს კალამს. უღრმესი მადლობა, დარწმუნებული ვარ, ვინც წაიკითახავს, დიდი ტკივილს, ეროვნულს და ადამიანურს, ერთად იგრძნობს და როგორ მინდა მთელმა საქართველომ წაიკითხოს ეს საოცარი ლაკონურობით დაწერილი ტრაგედია.
12. დიდი მადლობა, თამარ ამ ნაწერის ასე ყურადღებიანდ წაკითხვისთვის!
კოექტურა ია-თიასთან დაკავშირებით გავასწორე!
ოღონდ მეორე შენიშვნა, ალბათ, მცირე გაუგებრობას ემყარება:
"სახელო" სწორი ფორმაა და ნიშნავდა თანამდებობას ძველ საქართველოში!
ლეგენდაში მინიშნებულია, რომ მოქმედება გვიანდელ შუასაუკუნეებში ხდება, რომ აბარდუხი კვეტერის საერისთავოს ადგილზე წარმოქმნილი სამოურავოს მოხელეა - მოურავია, რომ ეს სახელო, ანუ თანამდებობა, მეფის სიგელის ძალით, მის უფროს შვილს უნდა გადაეცეს და ა. შ.
დიდი მადლობა, თამარ ამ ნაწერის ასე ყურადღებიანდ წაკითხვისთვის!
კოექტურა ია-თიასთან დაკავშირებით გავასწორე!
ოღონდ მეორე შენიშვნა, ალბათ, მცირე გაუგებრობას ემყარება:
"სახელო" სწორი ფორმაა და ნიშნავდა თანამდებობას ძველ საქართველოში!
ლეგენდაში მინიშნებულია, რომ მოქმედება გვიანდელ შუასაუკუნეებში ხდება, რომ აბარდუხი კვეტერის საერისთავოს ადგილზე წარმოქმნილი სამოურავოს მოხელეა - მოურავია, რომ ეს სახელო, ანუ თანამდებობა, მეფის სიგელის ძალით, მის უფროს შვილს უნდა გადაეცეს და ა. შ.
11. 8. გუგუას დღეში ჩავვარდი მეც... რა მრისხანე ამბავია...ალბათ კვეტერაც მასეთია...ნახვის შემეშინდა... ჭა. 2010-09-02 13:18:16
კვეტერა - ულამაზესია! ეკლესიაში წასაყვანად გამზადებულ პატარძალს ჰგავს. მაგიტომაც მინდოდა მისი ახლოდან ნახვა... არა უშავს, სხვა დროს წავიდეთ, თუ ახლა ჩაიშალა. 8. გუგუას დღეში ჩავვარდი მეც... რა მრისხანე ამბავია...ალბათ კვეტერაც მასეთია...ნახვის შემეშინდა... ჭა. 2010-09-02 13:18:16
კვეტერა - ულამაზესია! ეკლესიაში წასაყვანად გამზადებულ პატარძალს ჰგავს. მაგიტომაც მინდოდა მისი ახლოდან ნახვა... არა უშავს, სხვა დროს წავიდეთ, თუ ახლა ჩაიშალა.
10. იმ დღიდან მეორე წელს, რაც იამ იმშობიარა და ქყვეყანას კიდევ ერთი ქალამნიძე,------> თიამ
წოდებას, სახელოს, გვარისა და ოჯახის ღირსებას დაცვა უნდა -----> სახელის
ძალიან საინტერესო იყო. სულმოუთქმელად ჩავიკითხე. 5 იმ დღიდან მეორე წელს, რაც იამ იმშობიარა და ქყვეყანას კიდევ ერთი ქალამნიძე,------> თიამ
წოდებას, სახელოს, გვარისა და ოჯახის ღირსებას დაცვა უნდა -----> სახელის
ძალიან საინტერესო იყო. სულმოუთქმელად ჩავიკითხე. 5
9. არ ვიცოდი,,, 5!!! არ ვიცოდი,,, 5!!!
8. გუგუას დღეში ჩავვარდი მეც... რა მრისხანე ამბავია...ალბათ კვეტერაც მასეთია...ნახვის შემეშინდა...:( გუგუას დღეში ჩავვარდი მეც... რა მრისხანე ამბავია...ალბათ კვეტერაც მასეთია...ნახვის შემეშინდა...:(
7. მეგობრებო! ალბათ არ გეცოდინებათ და უნდა ვთქვა. რომ მიხეილის ცხოვრების გარკვეული პერიოდი, უკავშირდება ქ. კიევში ყოფნას და იქ მოღვაწეობას. კიევში არსებობს უკრაინის ქართველთა ასოციაცია, რომელიც უშვებს ორენოვან (ქართულ-უკრაინულ) ჟურნალს და სწორედ ამ ჟურნალთან თანამშრომლობისას გავიცანით ერთმანეთი მე და მიშამ. რა თქმა უნდა იყო ჩვენებური, "გლეხური" სუფრებიც, პოეზიაზე, სამშობლოს კეთილდღეობაზე ოცნება-საუბრები და სხვ. მაგრამ რამაც, მაშინ მე მიშაში მომხიბლა, ეს იყო წერის დახვეწილი მანერა - არაფერი ზედმეტი, ყოველივე საჭირო და ზომიერი. გავიდა დრო, მიხეილი მამულს დაუბრუნდა. თითქოს და მცირე ხნით ამოყლორტილი, უცხოეთში მცხოვრები ორი ქართველის კარგადდაწყებული ურთიერთობა გაქრა.და აი ურაკპარაკმა, თუ ერთურთის ხილვის სურვილი ვერა, ერთმანეთისათვის სიტყვის თქმის საშუალება მაინც გვარგუნა... ჰოდა აქ იმის თქმა მინდა, წაკითხული კომენტარების შემდეგ ჩემო კარგებო, რომ პროზაშიც იგივეა მიშა, როგორიც პოეზაში - დახვწილი და შინაარსიანი. ამავდროულად, ალალი სათქმელით, მიშასაგან ზოგადსაკაცობრიო იდეალები არა განყენებულად, ზოგადად აღიქმება, არამედ ქართული აზროვნების, ქართული სულიერების პრიზმაშია გატარებული და უკვე იქედან: სათნოებად, სიყვარულად, მეგობრობად გადმოღვრილი და ჩვენს სამსჯავროზე მოწიწებით დადებული. ზოგიერთნი ამტკიცებენ, ზოგადზე სჯობს აზროვნება უფრორე, ვიდრე კონკრეტულზეო. მათი საქმეა. ჩემთვის კი ეროვნულობის მუხტის მატარებელი ხელოვნებაა ახლობელი და გულთან მისატანი უფრო. მიშას ხელოვნება (რაზეც არ უნდა წერდეს იგი), სწორე ამ მუხტითაა აღვსილი და ამდენად ჩემთვის და ყოველი ჩემდაგვარად მოფიქრალისათვის მისაღები. მეგობრებო! ალბათ არ გეცოდინებათ და უნდა ვთქვა. რომ მიხეილის ცხოვრების გარკვეული პერიოდი, უკავშირდება ქ. კიევში ყოფნას და იქ მოღვაწეობას. კიევში არსებობს უკრაინის ქართველთა ასოციაცია, რომელიც უშვებს ორენოვან (ქართულ-უკრაინულ) ჟურნალს და სწორედ ამ ჟურნალთან თანამშრომლობისას გავიცანით ერთმანეთი მე და მიშამ. რა თქმა უნდა იყო ჩვენებური, "გლეხური" სუფრებიც, პოეზიაზე, სამშობლოს კეთილდღეობაზე ოცნება-საუბრები და სხვ. მაგრამ რამაც, მაშინ მე მიშაში მომხიბლა, ეს იყო წერის დახვეწილი მანერა - არაფერი ზედმეტი, ყოველივე საჭირო და ზომიერი. გავიდა დრო, მიხეილი მამულს დაუბრუნდა. თითქოს და მცირე ხნით ამოყლორტილი, უცხოეთში მცხოვრები ორი ქართველის კარგადდაწყებული ურთიერთობა გაქრა.და აი ურაკპარაკმა, თუ ერთურთის ხილვის სურვილი ვერა, ერთმანეთისათვის სიტყვის თქმის საშუალება მაინც გვარგუნა... ჰოდა აქ იმის თქმა მინდა, წაკითხული კომენტარების შემდეგ ჩემო კარგებო, რომ პროზაშიც იგივეა მიშა, როგორიც პოეზაში - დახვწილი და შინაარსიანი. ამავდროულად, ალალი სათქმელით, მიშასაგან ზოგადსაკაცობრიო იდეალები არა განყენებულად, ზოგადად აღიქმება, არამედ ქართული აზროვნების, ქართული სულიერების პრიზმაშია გატარებული და უკვე იქედან: სათნოებად, სიყვარულად, მეგობრობად გადმოღვრილი და ჩვენს სამსჯავროზე მოწიწებით დადებული. ზოგიერთნი ამტკიცებენ, ზოგადზე სჯობს აზროვნება უფრორე, ვიდრე კონკრეტულზეო. მათი საქმეა. ჩემთვის კი ეროვნულობის მუხტის მატარებელი ხელოვნებაა ახლობელი და გულთან მისატანი უფრო. მიშას ხელოვნება (რაზეც არ უნდა წერდეს იგი), სწორე ამ მუხტითაა აღვსილი და ამდენად ჩემთვის და ყოველი ჩემდაგვარად მოფიქრალისათვის მისაღები.
6. ეგ რა კარგი რამე დაგიწერია, გიორგი! ზოგჯერ სულ ორიოდე ფრაზაც კი ერთ კაი ნოველას უდრის!
"ტაო დამაყარაო" - კახელებს ცოდნიათ ასეთი გამოთქმა. პირველად გავიგე! არადა, რა კარგი, რა იოლი, რა ხატოვანი გამოთქმაა! ნეტავი საიდან უნდა მომდინარეობდეს? "დამბურძგლას" მნიშვნელობა აქვსო, - ამბობ! დამბურძგლა, ასეთ შემთხვევებში, სასიამოვნოდ აღმაფრთოვანს უდრის! ამიტომ იქნებ ამ გმოთქმაში ის დევს, რასაც ქართველი კაცი განიცდიდა ხოლმე ტაოს (ტაო-კლარჯრთის) ხილვისას და ასე დამკვირდა - "ტაო დამაყარაო"?!. ვინ იცის!!!.. ეგ რა კარგი რამე დაგიწერია, გიორგი! ზოგჯერ სულ ორიოდე ფრაზაც კი ერთ კაი ნოველას უდრის!
"ტაო დამაყარაო" - კახელებს ცოდნიათ ასეთი გამოთქმა. პირველად გავიგე! არადა, რა კარგი, რა იოლი, რა ხატოვანი გამოთქმაა! ნეტავი საიდან უნდა მომდინარეობდეს? "დამბურძგლას" მნიშვნელობა აქვსო, - ამბობ! დამბურძგლა, ასეთ შემთხვევებში, სასიამოვნოდ აღმაფრთოვანს უდრის! ამიტომ იქნებ ამ გმოთქმაში ის დევს, რასაც ქართველი კაცი განიცდიდა ხოლმე ტაოს (ტაო-კლარჯრთის) ხილვისას და ასე დამკვირდა - "ტაო დამაყარაო"?!. ვინ იცის!!!..
5. ბატონო მიხეილ, პროზაშიც პოეზიასავით ძლიერი ხართ! შემზარავი ლეგენდაა! +5!!! ბატონო მიხეილ, პროზაშიც პოეზიასავით ძლიერი ხართ! შემზარავი ლეგენდაა! +5!!!
4. ვინ თქვა კომპიუტერი უსულო ყუთიაო? ამანაც კი იგრძნო ჩემი აჩქარებული გულისცემა და ერთი დაკლიკება ორად ჩამითვალა! გაიხარე ძმაო! ვინ თქვა კომპიუტერი უსულო ყუთიაო? ამანაც კი იგრძნო ჩემი აჩქარებული გულისცემა და ერთი დაკლიკება ორად ჩამითვალა! გაიხარე ძმაო!
3. მიშააა, ეს რა დაგიწერია ძმააავ? იცი რას ნიშნავს "ტაო დამაყარაო?" კახელებმა ვიცით ეს გამოთქმა... ასე მომივიდა მეც.... სულ დამბურძგლა.... კვეტერა ხომ თვითონ ლეგენდაა! მიშააა, ეს რა დაგიწერია ძმააავ? იცი რას ნიშნავს "ტაო დამაყარაო?" კახელებმა ვიცით ეს გამოთქმა... ასე მომივიდა მეც.... სულ დამბურძგლა.... კვეტერა ხომ თვითონ ლეგენდაა!
2. მიშააა, ეს რა დაგიწერია ძმააავ? იცი რას ნიშნავს "ტაო დამაყარაო?" კახელებმა ვიცით ეს გამოთქმა... ასე მომივიდა მეც.... სულ დამბურძგლა.... კვეტერა ხომ თვითონ ლეგენდაა! მიშააა, ეს რა დაგიწერია ძმააავ? იცი რას ნიშნავს "ტაო დამაყარაო?" კახელებმა ვიცით ეს გამოთქმა... ასე მომივიდა მეც.... სულ დამბურძგლა.... კვეტერა ხომ თვითონ ლეგენდაა!
1. ძალიან საინტერესო ისტორიაა კარგად გადმოცემული+777 ძალიან საინტერესო ისტორიაა კარგად გადმოცემული+777
|
|
მონაცემები არ არის |
|
|