მისმინე ერო! მე ახლა ამ თეთრ გიჟის სამოსში ვღაღადებ სიბრძნეს: ცხოვრება ცხენის კუდივით გათრევთ, თქვენი ტანებით მიწა რომ იძვრეს. მისმინეთ, მე ვარ კამეი ოცო, ქალაქის მთავარ ფსიქიატრიულ სახლიდან...კმ თუ მილი ოცი გამოვიარე. ისევ ადრეა?.. და არა მარტო სიტყვაა ბუნტი იწყება ასე: ჭიქაში ქარით! ყველა ჩაკეტილ სივრცეებს ვუტევთ, ყველა გისოსი,ყველა ჭიშკარი, ყველა კარები- ბოქლომის გარდა! ყველა ფანჯარა- გარეშე მინის! ერთი ჰაერით ვინც მოღელავდა, ყველა ფხიზელის და გალეშილის, ყველა ავარა პოეტის, მხატვრის ქუჩა ერთია. ნიშანი -არსად. შეჩერდე რამის ან ვინმეს ხათრით? არა! კვლავ არა,არაფრის ფასად! იარე...მიდი,ყველა გზა, შუკა, მოედე ყველა მთავარ მოედანს, რომ შენი სითბო გამოაშუქო, თორემ ეშმაკი გავა, მოიტანს ყინვის ლოლოებს (მთებიდან ანდის) ჩაგისვენდება თბილი მზე ეტლით. არ იყო ჩემი ბელადი განდი, არავინ არის ვინმეზე მეტი! მისმინეთ: მე ვარ კამეი ოცო- უბრალო ხორცი ჟანდარმერიის ჯგუფისთვის. უკვე მილია ოცი, რაც გავიქეცი, გადამერივნენ... არავინ არის ვინმეზე მეტი: არც ხე ხეზე და ბუჩქებზე ბუჩქი. თავისუფლების თეთრი რაკეტით მივფრინავ. საკით ვისველებ ტუჩებს. ........................................ არავინ არის ვინმეზე მეტი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. თავისუფლების თეთრი რაკეტით მივფრინავ. საკით ვისველებ ტუჩებს. ........................................ არავინ არის ვინმეზე მეტი! 8 წლის შემდეგ ვისიამოვნე ამ ნაწერით. + თავისუფლების თეთრი რაკეტით მივფრინავ. საკით ვისველებ ტუჩებს. ........................................ არავინ არის ვინმეზე მეტი! 8 წლის შემდეგ ვისიამოვნე ამ ნაწერით. +
21. ბრავო გიო ბრავო !!! ბრავო გიო ბრავო !!!
20. ზედვაკელ რაინდს მიესალმება დღენაკლულთა კავალერიის ჯარისკაცი ჭელიძე და გადაცემს მუნდირს.
გიო - სნაიპერი ხარ. ზედვაკელ რაინდს მიესალმება დღენაკლულთა კავალერიის ჯარისკაცი ჭელიძე და გადაცემს მუნდირს.
გიო - სნაიპერი ხარ.
19. ..
ამ ნაწერზე ვილაპარაკეთ ჩვენ..
ვამბობ.. რომ.. ერთერთი საუკეთესოა შენებში.. ნაღდად.. ..
ამ ნაწერზე ვილაპარაკეთ ჩვენ..
ვამბობ.. რომ.. ერთერთი საუკეთესოა შენებში.. ნაღდად..
18. არავინ არის ვინმეზე მეტი: არც ხე ხეზე და ბუჩქებზე ბუჩქი. თავისუფლების თეთრი რაკეტით მივფრინავ. საკით ვისველებ ტუჩებს. ........................................ არავინ არის ვინმეზე მეტი!
არავინ არის ვინმეზე მეტი: არც ხე ხეზე და ბუჩქებზე ბუჩქი. თავისუფლების თეთრი რაკეტით მივფრინავ. საკით ვისველებ ტუჩებს. ........................................ არავინ არის ვინმეზე მეტი!
17. კარგია ძალიან!
+5 კარგია ძალიან!
+5
15. ეს ლექსი უკვე ადის იქ, სადაც უნდა იდგე, რომ კიდევ ზევით განაგრძნო სვლა... შეგახურა ტანში შენც, ალბათ. :) მაგარი!
ეს ლექსი უკვე ადის იქ, სადაც უნდა იდგე, რომ კიდევ ზევით განაგრძნო სვლა... შეგახურა ტანში შენც, ალბათ. :) მაგარი!
14. ავტორი რომ "თავმდაბალი" იყო, ვიცოდი (მე-11 კომენტარამდეც) :) ჯიუტიც ყოფილა:) კი ბატონო... ავტორი რომ "თავმდაბალი" იყო, ვიცოდი (მე-11 კომენტარამდეც) :) ჯიუტიც ყოფილა:) კი ბატონო...
13. "თავისუფლების თეთრი რაკეტა" და ა.შ. ნამეტანი პათოსიანი მეჩვენა. თუმცა, ამ ლექსს აქვს კონკრეტული დანიშნულება, ალბათ...
ბაკურს დავეთანხმები მე:)
"თავისუფლების თეთრი რაკეტა" და ა.შ. ნამეტანი პათოსიანი მეჩვენა. თუმცა, ამ ლექსს აქვს კონკრეტული დანიშნულება, ალბათ...
ბაკურს დავეთანხმები მე:)
12. ეჰ, არ გიხდება ,,სიბრძნეები,, და ,,სიღრმეები,, იმერელო:)
სილაღეა შენი საფირმო ნიშანი ჩემთვის:)
ეჰ, არ გიხდება ,,სიბრძნეები,, და ,,სიღრმეები,, იმერელო:)
სილაღეა შენი საფირმო ნიშანი ჩემთვის:)
11. 10. "არავინ არის ვინმეზე მეტი!" - ლექსი თუ შეიძლება ლექსზე მეტი რომ იყოს? მაგალითად, ეს ლექსი. ანანე კიკნაძე. 2010-09-02 23:27:02
დიხ:) 10. "არავინ არის ვინმეზე მეტი!" - ლექსი თუ შეიძლება ლექსზე მეტი რომ იყოს? მაგალითად, ეს ლექსი. ანანე კიკნაძე. 2010-09-02 23:27:02
დიხ:)
10. "არავინ არის ვინმეზე მეტი!" - ლექსი თუ შეიძლება ლექსზე მეტი რომ იყოს? მაგალითად, ეს ლექსი. "არავინ არის ვინმეზე მეტი!" - ლექსი თუ შეიძლება ლექსზე მეტი რომ იყოს? მაგალითად, ეს ლექსი.
6. აი, მეც არასწორი რჩევა მოგეცი,მაგრამ სიტყვამ ვიზუალურად შემიყვანა შეცდომაში და მეც არასწორი მაგალითი მომიყვანია. მოკლედ,ის მინდოდა მეთქვა,რომ კაშნე,ისევე როგორც საკე ფუძეუკვეცელი სიტყვებია და იქნება კაშნეთი და არა კაშნით, საკეთი და არა საკით... მაპატიეთ გრამატიკაში ასე ღრმად წასვლისთვის...თუმცა კარგ ლექსებს გრამატიკასაც ვთხოვთ და ამიტომაც გავისარჯე:) აი, მეც არასწორი რჩევა მოგეცი,მაგრამ სიტყვამ ვიზუალურად შემიყვანა შეცდომაში და მეც არასწორი მაგალითი მომიყვანია. მოკლედ,ის მინდოდა მეთქვა,რომ კაშნე,ისევე როგორც საკე ფუძეუკვეცელი სიტყვებია და იქნება კაშნეთი და არა კაშნით, საკეთი და არა საკით... მაპატიეთ გრამატიკაში ასე ღრმად წასვლისთვის...თუმცა კარგ ლექსებს გრამატიკასაც ვთხოვთ და ამიტომაც გავისარჯე:)
5. მომწონს ეს ფრენა თავისუფლების თეთრი რაკეტით... ორი შენიშვნა მაქვს(მხოლოდ გრამატიკული) 1)ყინვის ჩურჩხელებს,(ბავშვურად რომ გითხრათ:) თურმე არა "ლოლო", არამედ"ლოლუა" ჰქვია. ასე რომ,ლოლუები და არა ლოლოები. 2)კაშნით-კაშნე საკით- ... დანარჩენს თავად მიხვდებით. წარმატებები! მომწონს ეს ფრენა თავისუფლების თეთრი რაკეტით... ორი შენიშვნა მაქვს(მხოლოდ გრამატიკული) 1)ყინვის ჩურჩხელებს,(ბავშვურად რომ გითხრათ:) თურმე არა "ლოლო", არამედ"ლოლუა" ჰქვია. ასე რომ,ლოლუები და არა ლოლოები. 2)კაშნით-კაშნე საკით- ... დანარჩენს თავად მიხვდებით. წარმატებები!
4. არავინ არის ვინმეზე მეტი: არც ხე ხეზე და ბუჩქებზე ბუჩქი.
ჭეშმარიტად. მომეწონა. რაღაც სხვანაირია ,მართალი და ალალი. არავინ არის ვინმეზე მეტი: არც ხე ხეზე და ბუჩქებზე ბუჩქი.
ჭეშმარიტად. მომეწონა. რაღაც სხვანაირია ,მართალი და ალალი.
3. ძალიან კარგია. 555! ძალიან კარგია. 555!
2. ვფიქრობ დავუბრუნდები ისევ. განწყობა გასაგები. ავტორს 2 ქულა და წარმატებები ვფიქრობ დავუბრუნდები ისევ. განწყობა გასაგები. ავტორს 2 ქულა და წარმატებები
1. ვახ რა მაგარია.
5 ვახ რა მაგარია.
5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|