ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: პროზა
11 ნოემბერი, 2010


შენამდე შორია უფალო

ის დრო ჯობდა...კაცი კაცობდა! ქალაქი ქალაქობდა!  ამას როცა ამბობენ მიკვირს...  უღმერთოდ კაცი, როგორ კაცობდა,
ან ქალაქი, როგორღა ქალაქობდა?!
  ჩემი საწყალი ქვეყანა, საუკუნეები ეკალ-ბარდებზე  ხომ ათრიეს, ჯიჯგნეს...ბოლოს სულიც ამოართვეს და  სამოცდაათი წელი ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფეს...მაინც გადარჩა! უფალო, მიეხმარე! შენ იცი! წმინდა გიორგის საყდარივით  მართალია!...(იმ საყდარივით, წელში თუ არ მოიხარა, ისე რომ ვერ შევა კაცი) ხოდა,  თავის სიმართლით ატარე!...
  ჩვენც... ალბათ ის კაცური კაცებიც..., სულ ეხლახანს სულგამოცლილები დავდიოდით ქუჩებში... შენ კი თურმე არც გიცნობდით.  ეხლა გაგიცანით...შეგიცანით...და მიკვირს, მიკვირს უფალო!  როგორ ვიცხოვრეთ უშენოდ? ან როგორ გვინდა მოგიახლოვდეთ დაუსაბამოს?!...შენამდე უფრო შორია უფალო, კიდევ უფრო, ვიდრე მაშინ იყო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები