ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ბაკურ სვანიძეს



უკვე იმედის ზღუდე
მოემტვრა,
დღეებს მომავლის ფიქრით
შემოსილს,
ძნელია დარჩე ქართველ
პოეტად,
ძმაო, დღევანდელ
საქართველოში.
ჰოდა ერთმანეთს
როგორ არ ვუთხრათ
რომ სულიერად
ისე დავბერდით,
მხოლოდ ლექსებში
გვრჩება საკუთრად -
ბანა,
სოხუმი,
ტაო,
შატბერდი.
ბედის მისხალი მაინც
გვქონოდა,
ახლა იმედი გვქონდეს
რაღასი -
ტუჩთან მოკვნეტილ მხარეს
ვგლოვობთ და
სადღაც უტუჩოდ დადის
აფხაზი.
თუნდაც სისხლით და
თუნდაც დებოშით,
რამე ვიღონოთ,
სანამ გაგვთელავს
ეპოქა,
თორემ საქართველოში
ძნელია დარჩე
ქართველ - ქართველად.
და თუ კი ვინმეს
ახლა არ სძინავს
დაძინებაში 
ეს ლექსი უშლის,
ქვეყანას გულ-თან
დაუდე ბინა,
რადგანაც აღარ
გეტევა გულ-ში.
ამ ტკივილებზე,
ამ სისუსტეზე,
თუნდაც ბოღმით და
თუნდაც მხილებად,
ყველაფერი ვთქვათ
დროა სანამდის
და სანამდისაც
გვეთქმევინება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები