ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2010


ადრე თუ გვიან...

თუმცა გვიან სჯობს ვიდრე არასდროს,
დაგვიანებაც არ მხიბლავს მარტში.
ადრე თუ გვიან მიხვდება ყველა,
რატომ მიზიდავს სირბილი ქარში.

ეს იყო მაშინ...
როცა ჩურჩული არხევდა ფოთლებს,
როცა მოცარტი თავისი გენით აფრქვევდა ნოტებს...

გახსოვს? ვთვრებოდი,
მერე ვამტვრევდი ჩემს დაცლილ ბოთლებს,
თქვენ ვერ გაუგეთ,
მე კი ვიძმობდი ქუჩაში ლოთებს...

ადრე თუ გვიან? ეს სულ ერთია,
თუნდაც არასდროს დადგეს დაისი.
ადრე თუ გვიან? ცეცხლში დენთია,
აღარ ანთია ჩემში მაისი,

გაისვრის ისევ...
ჩემი ლექსიდან გაისვრის სიტყვა,
და ყველა ბგერა რაც კი მისვრია,
განა უაზროდ ვისროლე ყველა.

ძველმა ფრაზებმა მოჭამეს თ-ვისი,
მე რომ ახალის დაწერას ვ-ბედავ?
შენ! მომავალი უფრო გ-აშინებს,
თუ მას მშიშარა თვალებით ხედავ...

საბა დვალი 07.09.2010.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები