ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2008


* * *

გადავაფარე ჩვენს სიყვარულს შავი სუდარა,
რად დაივიწყე სიყვარულით აღსავსე ქალი,
”დამიბრუნდიო” - ვერ გიშველის ხვეწნა-მუდარა,
ვერც ცრემლების ღვრა, სინანული, გლოვა და ზარი.

მე შეგიყვარე წრფელი გულით, შენ ვერ გამიგე.
შენვე გაჩუქე ჩემი გული და გრძნობა წმინდა.
ეს სიყვარული სამწუხაროდ ფეხქვეშ გაიგე,
მახსენდები და მხოლოდ ტირილი მინდა.

თუკი შევხვდებით წლების შემდეგ, შემთხვევით სადმე,
კვლავ გაიღვიძებს ძველი გრძნობა, დაგვწყდება გული,
და ეს ტკივილი განშორების მისწვდება ცამდე,
ალბათ მივხვდები, რომ არ ღირდა ეს სიყვარული.

ლიკა ოხანაშვილი
24.07.2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები