ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: სბდვალი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2010


თავში აგივარდათ... ;)

შენ რითმებს აწყობდი და კრავდი კრებულად,
ლექსები ვუწოდოთ დროებით ნაწერებს,
თავსაც არ ზოგავდი ღამე გადაბმულად,
ფურცლავდი, ფურცლავდი შენს ნაწერ წარწერებს...

ვაფასებ, შრომაა და ლექსიც კარგია,
რითმები საოცრად ნაზი და სათუთი,
მაგრამ პოეტობა ძლიერი ბარგია,
უფრდხილდი, არ კარგონ რითმებმა ერთურთი...

გაქებდნენ, გაქებენ და ცოტა არ იყოს,
რაღაც შეგეცვალა სხვა მხარეს ფსიქიკა,
ადრე რომ გაქებდნენ შენ მორცხვად თავს ხრიდი,
ახლა კი ამყად, უაზროდ ყვირიხარ...

თავში აგივარდათ, რამდენს თან რამდენად,
თან თავი ნამდვილი პოეტი გგონია,
სხვის ლექსებს აფსებთ იწუნებთ ნაწერებს,
ეს შენი მხრიდანაც მაღალი ტონია...

მე გიწერ ამ ლექსს და ბოდიში რომ ვბედავ,
თქვენამდე მოსვლას ხომ დიდი დრო სჭირდება,
არა ვარ პოეტი და დიდად არც მინდა,
შენ ახლა ლექსებში სხვა რითმა გჭირდება.

ფიქრებში დუელსაც უგებ გალაკტიონს,
სიზმრებში ფშაველი ამყად ტაშს გიკრავს,
კარგია ლექსები კარგად რომ დაწერე,
და რომ ვერ შეიშნე ახლა ის ღვედს იკრავს...

ლექსებს არ გიფასებთ, გიწუნებთ საქციელს,
თავში აგივარდათ რამდენს და რამდენად,
რითმების თანწყობა მოდად რომ აქციეთ,
იმიტომ რითმავენ “ამდენს და ამდენად”...

საბა დვალი 08.09.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები