ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2010


* * *

ვინ განსაზღვრავს
პოეტის ბედს, იღბალს?!
სიკვდილს ხშირად უკაკუნებს კარზე,
მასპინძელი რომც
არ დახვდეს, ალბათ,
თავს მოიკლავს უპატრონოდ სადმე...

ყველა ლექსს თან
ღვინის სუნი გასდევს,
(დარდს სასმელში ჩაიკლავენ ვითომ?..)
ქუჩაშიც რომ
მაწანწალად მოკვდეს,
დახმარებას არავისგან ითხოვს...

დღე და ღამე 
სულ ამაზე ვფიქრობ
და აქამდე ვერ მივმხვდარვარ ჯერაც,
პოეტები გიჟდებიან მერე,
თუ სიგიჟე აწყებინებთ წერას?

ლიკა ოხანაშვილი
10.09.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები