ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2010


დ ე პ რ ე ს ი ა

მე უნაპირო ძღვაში გავედი,
ენარცხებიან ჩემს ნავს ტალღები,
უსასრულობას უნდა შევერწყა,
სახლში დავტოვე მე იალქნები

ზღვას გავატანე ჩემი ნიჩბები
და ბედს გავუღე ისევ კარები,
რად ჩადგნენ უცბად!?  რად აღარ ჰქრიან?
რად აღარ ჰქრიან ზურგის ქარები!?

არც იალქნები, აღარც ნიჩბები
და აღარ ჰქრიან ზურგის ქარები,
მე კაპიტანად ბედი ვარჩიე,
მაგრამ ვერ ხედავს არ აქვს თვალები

გადავიკარგე გრძნობების ზღვაში
და შემეპარა მე შიში ხმაში,
რაღაც სხვა შიში, რაღაც სხვა აზრი,
შემომპარვია ეშმაკი თავში,

ფურცელზე გრძნობას სიტყვებით ვთესავ
გული სიტყვებით სტრიქონში ფეთქავს,
დავწერ, გავლექსავ, ჩემ აზრს ავლესავ,
დაჭრილი აწმყოს მომავალს ვლექსავ

დღეს დავაღამებ, ღამეს გავათევ
და განთიადზე სანთელს დავანთებ,
ვერეს ხეობას მუზებს წავართმევ,
და დეპრესიას მე თავს გავართმევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები