ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2010


ვაი, ჩვენს პატრონს!..

                                                                                                    საქართველო, შენ ვინ მოგცა,
                                                                                                      შვილი დასაკარგავი?!

                                                                                                                    ჯანსუღ ჩარკვიანი

იყო რუსი, სომეხი, ოსი, ქისტი, თათარი,
ახლა თურმე ნამატი გვაქვს დანარჩენი სხვა ხალხით,
წვრილთვალება, მსხვილთვალება, თეთრი, ზანგი, ყვითელი,
მდიდრები და ღარიბები, ჩაცმულნი თუ შიშველნი,
სუყველა აქ ჩამოსულა: ”საქართველო, გვიშველი?”

რომ შეხედავ ზოგიერთს და პირში წყდება სათქმელი,
სხვა რასის და რჯულის ოჯახს შექმნის კიდევ რამდენი...
როგორ გინდა შეგუება, თუმცა სხვა გზაც არ არის,
ხოდა, იყოს უცხოელთან ქორწინება ალალი
და შვილები გვეყოლება ქართველების მაგვარი...

არა, დიდი არაფერი, საწყენია ეგ თორემ,
მეომრები როცა სისხლით უცხო მიწებს ალბობენ,
როცა ჩვენი ქართველები უცხოეთში გარბიან
და ყოველთვის ოჯახსა თუ სამშობლოზე დარდიანს,
ხალხს, ისედაც გაჭირებულს, უცხოელი გვაკლია?!

არა, დიდი არაფერი, ცუდი მხოლოდ ეგ არის,
დასაღუპად განწირულა ხალხი, ერთ დროს კლდესავით...
ნიჭისა და სილამაზის ბუნებრივი საცავი
ეს ქვეყანა, მომავლისკენ მიდის ბანცალ-ბანცალით,
”საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი?!”

ლიკა ოხანაშვილი
6.09.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები