ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათი ჯანაშია
ჟანრი: საბავშვო
13 სექტემბერი, 2010


აბდაუბდა თამაში (არა მხოლოდ ბავშვებისათვის)

-მზეს იმდენი უწვიმია,
მიწა გათეთრებულა!
-იადონებს თბილ ქვეყნებში
გაჰყოლია ბეღურა.
-ნისკარტებით დაუჩხვლიტავთ
მერცხლებს ლურჯი ღრუბლები.
-ჭრელი ციდან წამოსულა
მარმელადის გუნდები.
-ფუტკრის სკებთან ჩავიარე,
მიყვარს მათთან სტუმრობა,
შოკოლადით სავსე სკები,
არ გეგონოთ ხუმრობა.
-ფელამუშის წვიმა იყო
წუხელ, კოკისპირული,
საწვეთურებს დაეკიდათ
ჩურჩხელების ყინული.
-ტყეში ზებრის ნაცვლად მეფედ
დაუნიშნავთ ჟირაფი,-
სპილოები სიხარულით
ხტოდნენ ასკინკილათი.
-წუხელ ისე გამომთვრალან,
კუს ქორწილში ყოფილან,-
ვირებს ხეზე უცეკვიათ,
ბუ ქცეულა ყროყინად.
-ჭკვიან ბატებს დიდ კოსმოსში
გაუშვიათ რაკეტა,
-მთვარემ თურმე ცისარტყელით
ცის კარები ჩაკეტა.
-ბატებს წერო აუჭრიათ
ცაში,როგორც შურდული
და სასწრაფოდ გაუხსნიათ
ცისარტყელის ურდული.
-ტყის სკოლაში დირექტორად
ლომს ნიშნავენ,უწყინარს.
-კენგურუებს ზურგჩანთები
ათასფერად უბრწყინავთ.
-დათვი გახლავთ ხუთოსანი,
სანიმუშო ქცევაშიც.
-ბეჰემოტებს ვეღარავინ
ვეღარ სჯობნით ფრენაში.
-რაც ციყვებმა მსუქან დათვებს
უსახსოვრეს კუდები,
ბუზღუნებიც არ არიან,
აღარც ძილისგუდები.
-დღეს აუზში იხვნისკარტამ
ის ნისკარტი დაკარგა.
-კაშალოტი ცურვას სწავლობს,
სიცილს აყრის მაკაკა.
-თახვი სკოლის დარაჯია,
ხანჯალს მალავს ქამარში...
...................
-ახლა თავად გააგრძელეთ
"აბდაუბდას" თამაში!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები