ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2010


სულიერი თავგადასავალი

"პიროვნებისათვის საკუთარი ისტორია
მისი სულიერი თავგადასავალი უნდა იყოს,
თუ ეს ასე არაა, მაშინ, მას თავის ქვეყანასთან
საერთო არაფერი აქვს".
                          დათო მაღრაძე

თუკი შენი ისტორია
შენი სულის ნაწილად
გიქცევია, განგიცდია
ბედმა როგორ გაწირა
იქ, კველთაში ერთი ბერი
თუმცა ქვეყნის საშველად,
დასაცავად ლუარსაბის
და თურქთაგან სახსნელად.
თუ სამასი იქ, კრწანისში
მტერს ვით არ მოერიდა
და მხდალურად არ გაიქცნენ
ერთად ბრძოლის ველიდან.
რა ქარიშხლებს გადაურჩა
რა წვიმებმა აწვიმა,
კარგია, თუ ეს ქცეულა
შენი სულის ნაწილად.

13 სექტემბერი
2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები