შემოდგომაა ახლა, ირინა, შენი შიშველი სულის ჩვენება. სექტემბრის დღეებს ზამთრის პირი აქვთ, თოვლია ჩემი ამოჩემება. წუხელ იწვიმა,ძილი გამიფრთხა, იბორიალა ქარმა იმდენხანს... ,,მშვიდად ვიყავი" ახლა არ მითხრა, შენც ჩემნაირი მეამინდე ხარ. ირა,ცხოვრება არის გარბენი ზოგის მარტო და ზოგის ხელი-ხელ ჩაკიდებულად. დაიბადები მეფის კარზე და მაინც ვერ ილხენ ხშირად, ასეა ბედი მავანთა. ჰოდა ჩვენ ნეტავ რაღას ვუჩივით? ყოველდღე მინდა კოცნა წაგართვა და ვიმეორო თუთიყუშივით: ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით- ვინც თავის თავში შემოაქუჩა მთელი ქალაქის ლამაზმანები. თბილისში იცი კიდე რა მიყვარს?- მზის წილხვედრ თოვლს რომ ჩერო დაფარავს. მიკვირს, ხო ვითომ დიდი ქალი ხარ, რატომ გეძახი ,,ჩემო პატარას?" ................................................ შემოდგომაა ახლა, ირინა, შენი შიშველი სულის ჩვენება. სექტემბრის დღეებს ზამთრის პირი აქვთ, თოვლია ჩემი ამოჩემება.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. ლექსს ეტყობა რო მაგრად გიყვარს ირინა.... :) კარგი, კარგია , კარგია.. . ლექსს ეტყობა რო მაგრად გიყვარს ირინა.... :) კარგი, კარგია , კარგია.. .
33. მაგარი თბილი ლექსია... ძალიან მომეწონა. მაგარი თბილი ლექსია... ძალიან მომეწონა.
32. მოვედიიი :) მოვედიიი :)
31. ,,მშვიდად ვიყავი" ახლა არ მითხრა, შენც ჩემნაირი მეამინდე ხარ." ძალიან ლამაზია ეს ლექსი და "ირინაც" :) ,,მშვიდად ვიყავი" ახლა არ მითხრა, შენც ჩემნაირი მეამინდე ხარ." ძალიან ლამაზია ეს ლექსი და "ირინაც" :)
30. "...ყოველდღე მინდა კოცნა წაგართვა და ვიმეორო თუთიყუშივით: ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით- ვინც თავის თავში შემოაქუჩა მთელი ქალაქის ლამაზმანები..."
რა თბილი და გულწრფელი ლექსია!.. "...ყოველდღე მინდა კოცნა წაგართვა და ვიმეორო თუთიყუშივით: ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით- ვინც თავის თავში შემოაქუჩა მთელი ქალაქის ლამაზმანები..."
რა თბილი და გულწრფელი ლექსია!..
29. თამუნია მე,გენაცვალე ,მარა არა იმიტო რო მეზობელი ხარ,კაი გოგო ხარ სენ:) თამუნია მე,გენაცვალე ,მარა არა იმიტო რო მეზობელი ხარ,კაი გოგო ხარ სენ:)
28. დიდი ხანია ასე ლექსი არ მომწონებია. ლამაზია, თბილი, სიყვარულიანი და ძალიან კარგი ავტორ-ადრესატიანი :-P :-* დიდი ხანია ასე ლექსი არ მომწონებია. ლამაზია, თბილი, სიყვარულიანი და ძალიან კარგი ავტორ-ადრესატიანი :-P :-*
27. სასიამოვნო ლირიკაა!!! თბილი მოკითხვები ავტორსაც და ადრესატსაც. სასიამოვნო ლირიკაა!!! თბილი მოკითხვები ავტორსაც და ადრესატსაც.
26. ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით- ვინც თავის თავში შემოაქუჩა მთელი ქალაქის ლამაზმანები. კარგი...კარგი და კარგი...555 ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით- ვინც თავის თავში შემოაქუჩა მთელი ქალაქის ლამაზმანები. კარგი...კარგი და კარგი...555
25. ................................................ შემოდგომაა ახლა, ირინა, შენი შიშველი სულის ჩვენება. სექტემბრის დღეებს ზამთრის პირი აქვთ, თოვლია ჩემი ამოჩემება. ძალიან კარგი ლექსია.მირზა არ ვიცი და ტერენტი, კი გამახსენა რატომღაც... ................................................ შემოდგომაა ახლა, ირინა, შენი შიშველი სულის ჩვენება. სექტემბრის დღეებს ზამთრის პირი აქვთ, თოვლია ჩემი ამოჩემება. ძალიან კარგი ლექსია.მირზა არ ვიცი და ტერენტი, კი გამახსენა რატომღაც...
24. უთბილესი და ულამაზესი :) უთბილესი და ულამაზესი :)
23. ხშირად, ასეა ბედი მავანთა. ჰოდა ჩვენ ნეტავ რაღას ვუჩივით? ყოველდღე მინდა კოცნა წაგართვა და ვიმეორო თუთიყუშივით:
ეს არის ამ ლამაზ ლექსში ყველაზე დიდი მიგნება...
++ ხშირად, ასეა ბედი მავანთა. ჰოდა ჩვენ ნეტავ რაღას ვუჩივით? ყოველდღე მინდა კოცნა წაგართვა და ვიმეორო თუთიყუშივით:
ეს არის ამ ლამაზ ლექსში ყველაზე დიდი მიგნება...
++
21. ლამაზი და კარგი ლექსია. ლამაზი და კარგი ლექსია.
20. ვააახ!
ეს კაცი არაფრით არ ბრაზდება:))
როგორ შეიძლება ასე ა? :)) ვააახ!
ეს კაცი არაფრით არ ბრაზდება:))
როგორ შეიძლება ასე ა? :))
19. ირა,ცხოვრება არის გარბენი ზოგის მარტო და ზოგის ხელი-ხელ ჩაკიდებულად. დაიბადები მეფის კარზე და მაინც ვერ ილხენ ხშირად, ასეა ბედი მავანთა.
ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით- ვინც თავის თავში შემოაქუჩა მთელი ქალაქის ლამაზმანები.
ნეტა იცოდეთ როგორ მიხარიხართ! :) გიო-გენიოს!!! :-*
ირა,ცხოვრება არის გარბენი ზოგის მარტო და ზოგის ხელი-ხელ ჩაკიდებულად. დაიბადები მეფის კარზე და მაინც ვერ ილხენ ხშირად, ასეა ბედი მავანთა.
ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით- ვინც თავის თავში შემოაქუჩა მთელი ქალაქის ლამაზმანები.
ნეტა იცოდეთ როგორ მიხარიხართ! :) გიო-გენიოს!!! :-*
18. გიოვ საღოლ, დეინახე რაფერი წრეები შეიქნა დრუჟნათ რო ვართ? ხუთი დავსწერედა იცოდე. ისე გავ აი იგი ირინკაა დაბადების დღის ამბეფში რო ულოცავდენ საიტზე. მე გილოცავდა იცოდე ირინკავ თვალი მოვჰკარ ვინცხაის ლექსუი მიმაქო სთქვი და გიო ვსთარგმნე და იგიც წეიღედა პაბრაცკი. ხანდროს სტუნრათ მოსლა შემეხავისება მეც გიოვ საღოლ, დეინახე რაფერი წრეები შეიქნა დრუჟნათ რო ვართ? ხუთი დავსწერედა იცოდე. ისე გავ აი იგი ირინკაა დაბადების დღის ამბეფში რო ულოცავდენ საიტზე. მე გილოცავდა იცოდე ირინკავ თვალი მოვჰკარ ვინცხაის ლექსუი მიმაქო სთქვი და გიო ვსთარგმნე და იგიც წეიღედა პაბრაცკი. ხანდროს სტუნრათ მოსლა შემეხავისება მეც
17. მეც მიყვარს ირინა:) გაიხარეთ! მეც მიყვარს ირინა:) გაიხარეთ!
16. შემოდგომაა ახლა, ირინა, შენი შიშველი სულის ჩვენება.
ყოველდღე მინდა კოცნა წაგართვა და ვიმეორო თუთიყუშივით: ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით-
მიკვირს, ხო ვითომ დიდი ქალი ხარ, რატომ გეძახი ,,ჩემო პატარას?"
ჩემი პატარებიიი! ჩემი ლამაზები და ჭკვიანებიიი! ულამაზესი ლექსია, გიო! შენი "შემომელეკვესავით"... 5 :-* :-* კოცნები კი - გაინაწილეთ ორივემ! შემოდგომაა ახლა, ირინა, შენი შიშველი სულის ჩვენება.
ყოველდღე მინდა კოცნა წაგართვა და ვიმეორო თუთიყუშივით: ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით-
მიკვირს, ხო ვითომ დიდი ქალი ხარ, რატომ გეძახი ,,ჩემო პატარას?"
ჩემი პატარებიიი! ჩემი ლამაზები და ჭკვიანებიიი! ულამაზესი ლექსია, გიო! შენი "შემომელეკვესავით"... 5 :-* :-* კოცნები კი - გაინაწილეთ ორივემ!
15. ასეთ დროს ყოველთვის ვახერხებ ფარ-ხმალი დაგაყრევინო ფისო :))
გამარჯვებულ, შენ რომ მყავხარ ;;) :-* ასეთ დროს ყოველთვის ვახერხებ ფარ-ხმალი დაგაყრევინო ფისო :))
გამარჯვებულ, შენ რომ მყავხარ ;;) :-*
14. ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით- ვინც თავის თავში შემოაქუჩა მთელი ქალაქის ლამაზმანები.
ძალიან კარგი ლექსია, გიო. იხარეთ...:)
ირა,თბილისში მიყვარს ცხრა ქუჩა და ერთი ქალი, მერცხლის თვალებით- ვინც თავის თავში შემოაქუჩა მთელი ქალაქის ლამაზმანები.
ძალიან კარგი ლექსია, გიო. იხარეთ...:)
13. შენი თბილი თითებით მომეფერე, მიმუნა
შენი თბილი თითებით მომეფერე, მიმუნა, გაზაფხული მოვიდა და იებმა წალეკეს ვაკე, დილით მოთოვა, მარტმა იმაიმუნა, დღეს არ მოხვალ? აკრიფე, ტელეფონზე დარეკე. მთელი ზამთრის დღეები რანაირად ვიარე: მავთულს ბაწრით გამობმულ ნაგაზს ვგავდი, ვფიცავარ. ჰოდა, თვალდახელშუა, მთვარე იმშობიარა თებერვალმა, ქოთანში შუშანები ვიცანი. შენი სახე მაგონებს ახლა ბუონაროტის ტილოზე გამოსახულ კეთილშობილ მადონებს, შენი ყველა ღიმილი მახსოვს, აღარ ამომდის თვალებიდან, წავალ და ისევ შენთან მანდომებს მოსვლას... მიმი, მარტო ვარ, ახლა ისე მარტო რო, უცებ წარმოვიდგენ და გაგიჟება მომიწევს: ხვალ რო წამოგიაროს, მართლა რომ მიმატოვო, ან სულ მთვრალი ვივლი და ან რაღაცას მოვიწევ. .............................................................................. შენი თბილი თითებით მომეფერე, მიმუნა...
მიყვარხარ,ცქნაფ... შენი თბილი თითებით მომეფერე, მიმუნა

მიყვარხარ,ცქნაფ...
12. შენ სად იყავი მე და ნიკიმ რო ფიცვერცხლი ვჭამეთ :)) თუ გინდა ვკითხოთ ნიკის :-P :D შენ სად იყავი მე და ნიკიმ რო ფიცვერცხლი ვჭამეთ :)) თუ გინდა ვკითხოთ ნიკის :-P :D
11. ნიკისთან ძმობა მაქვს ძველი:-P ნიკისთან ძმობა მაქვს ძველი:-P
10. და ხვალ გამოქვეყნების უფლება აღარ გექნება :)) =)) და ხვალ გამოქვეყნების უფლება აღარ გექნება :)) =))
9. ხვალ დავწერ ლექსს,სათაურით ,,ანტი-ირინკა" ხვალ დავწერ ლექსს,სათაურით ,,ანტი-ირინკა"
8. :-O რას ამბობ???????? მე მართლა მირზა მეგონე კაცო :)) ნწნწნწ =)) დაბდურა :-* :-O რას ამბობ???????? მე მართლა მირზა მეგონე კაცო :)) ნწნწნწ =)) დაბდურა :-*
7. არავითარი მირზა:
აქეთ, ძმაო, ისეთი არაფერი არ არი, ჯერ გორაა დიდი და მერე გრძელი ველია. "მოდინახეს" ციხესთან დგას მეფუტკრის კარავი, თავს ვახსენებ, უბრალოდ, გიო ზედვაკელი ვარ!
არავითარი მირზა:
აქეთ, ძმაო, ისეთი არაფერი არ არი, ჯერ გორაა დიდი და მერე გრძელი ველია. "მოდინახეს" ციხესთან დგას მეფუტკრის კარავი, თავს ვახსენებ, უბრალოდ, გიო ზედვაკელი ვარ!
6. ჩემ თვალშიც მირზა ხარ გელოვანი გიო :)) ავაფახულე თვალები ;;) :-*
ჩემ თვალშიც მირზა ხარ გელოვანი გიო :)) ავაფახულე თვალები ;;) :-*
4. ''ირინოლა, ირინოლა, ირინოლა, ირინა''. :) :) :) გაიხარეთ ორივემ! ``ირინოლა, ირინოლა, ირინოლა, ირინა``. :) :) :) გაიხარეთ ორივემ!
3. ძალიან კარგია, თბილი, გულიანი + ძალიან კარგია, თბილი, გულიანი +
2. რაღაცა მართლა გელოვანი მეგონა დღეს თავი ეს ლექსი რო დავწერე:) რაღაცა მართლა გელოვანი მეგონა დღეს თავი ეს ლექსი რო დავწერე:)
1. ანეგდოტი(ნამდვილი ამბავი):
შექეიფიანებული ზედვაკელი და ბექა ახალაია მოდიან რუსთაველზე,ახალაია აჩერებს ზედვაკელს და ეუბნება: -ჯიმა ჩვენა ვართ 21-ე საუკუნის მირზა გელოვანები.
ჩამვლელების რეაქცია:
:=)) ანეგდოტი(ნამდვილი ამბავი):
შექეიფიანებული ზედვაკელი და ბექა ახალაია მოდიან რუსთაველზე,ახალაია აჩერებს ზედვაკელს და ეუბნება: -ჯიმა ჩვენა ვართ 21-ე საუკუნის მირზა გელოვანები.
ჩამვლელების რეაქცია:
:=))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|