ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2010


ს ა დ ღ ე გ რ ძ ე ლ ო

სადღეგრძელო მომენატრა მე მამულის,
მომენატრა მე კაცობის და ნამუსის,
სადღეგრძელო მომენატრა მე გმირების
ქორბუდების მომენატრა მე ირმების,

სადღეგრძელო მომენატრა მე სიმართლის,
ჩვენი რწმენის მომენატრა და სინათლის,
სადღეგრძელო მომენატრა წინაპრების,
მათ შვილების ქებდიდება რომ შეშვენით

სადღეგრძელო მომენატრა ლამაზების,
მე კოლხების მომენატრა და ლაზების,
სადღეგრძელო მომენატრა მე დედების,
მე თეთრების მომენატრა ტბად გედების

სადღეგრძელომ მომენატრა მონატრების,
სადღეგრძელო მომენატრა მე ნატვრების,
პოეტების მომენატრა და მხატვრების,
ყველა წმინდის მომენატრა და ხატების,

მენატრება, ქართველების ნამუსი,
აქ არაფერ შუაშია ბახუსი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები