ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2010


მეგობრობის დღიური უფროსებისთვის (ლექსების გამოფენა 2010)

  (ლექსების გამოფენა 2010)

ჩემი მისამართი - სანაპირო
დროის სამაჯური - "ორიენტი",
გუშინ უღმერთობა დავაპირე,
მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი.

ჰობი - უშენობის დასასრული,
მახსოვს დიდი ხანი ვიგონებდი,
ფიქრი - არეული... და სასულე
სულ მთლად გაჭედილი სტრიქონებით.

ჩემი სავარჯიშო - პითაგორა,
ჩემი უნიჭობა - აქსიომა,
სახლთან სულის ბორბალს მივაგორებ
დღესაც, ალკოჰოლის მაქსიმუმით.

ჩემი ორეული - პოეტია
და სხვა სამოსი არც მაბადია,
დაბადებისწუთისმომენტიდან,
შენში გავიღვიძე... მაპატიე.

არა, უღმერთობა არ ივარგებს,
შენ კი ლექსებისთვის არ გცხელა და
წუხელ სხეულიდან ავიბარგე,
პირჯვარს ვისახავდი მარცხენათი.

ჰოდა, ჩემი წლების- პოეზია,
უნდა გადავცურო (ვფიქრობ) ტივით -
შენი ოკეანე... პროგრესია...
მასში უსუსური მიკრობივით -

ვრჩები.  კარს მიხურავს  შვეიცარი...
მრჩება გასართობად - საქანელა,                             
ჩემივ გაოცება შევიცანი,                           
შენ რომ შემოიცვი დაქალება.

გრძნობის სისხლძარღვები - ი-ჟენშენი,
ცნება - არაფერი არ გამომდის,                                 
შენ კი ცხოვრობ ახლაც ისევ შენი,
ამოჩემებული სამყაროთი.

გუშინ უღმერთობა შევინახე,
მყავდა ვინაიდან ორი ღმერთი,
ჩვენი მისამართი - ჩვენი სახლი
დროის სამაჯური - „ორიენტი“.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები