ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2010


ვრჩები, სეზონივით ხავერდული...(ექსპრომტად)

ქარი აივნებზე დაქანაობს.
ნერვებს, აჟრიალებს სადენები.
უცხოს, წარსულიდან ნაქანდაკებს,
ასე ადვილად თუ დავნებდები,

ჩემი არ მქონია ხასიათი.
ვინმემ მიპასუხოს ეგება და...
ვიცი მეთანხმება ასში ერთი,
თავთან ვინც არჩია მეგობრობა,

სხვას ვერ უმეგობრა ანდა კიდევ.
ასე მოვიქცევი თუკი უნდა;
თოკზე პალტოსავით გადავკიდებ,
რადგან ყოველთვის ის მაკვირვებდა,

ყელს, რად იღადრავენ თავისხელით.
სექტემბერია და გაწვიმდება,
კოკებს წაუქცევენ გზებს, თავსხმები.
უცხოს, გამოცნობას დრო სჭირდება...

ზოგს არ გააჩნია ზნე და რჯული,
ასჯერ გიღალატებს თუ ენდობი.
ცაზე ღრუბლებიც კი გარუჯულან,
ვრჩები, სეზონივით ხავერდული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები