ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

შენი ღამეა

შენი ღამეა, თოვლიც არის, წვიმაც და ქარიც,
ქარი და წვიმა არის, მეთქი, მინდოდა მეთქვა,
ნულიდან ქვემოთ ცელსიუსი... სიცივე არის,
ჩემს გულს აკლია უფალი და რიტმული ფეთქვა.

აქით სხეულის ნატეხები, იქით კი ჯვრების
და ეკლესიის ნანგრევები რამდენიც გინდა,
მე ყველაფრიდან გარიყული ჩემს თავში ვრჩები,
ნაცვლად მზის სხივის შემიყვარდა წყვდიადი, ბინდი.

გასული წლების რაღა მრჩება?! ალღო და ალღო,
ყველა უარი შეიცვალა ახლა თანხმობით,
ოცდასამი წლის ბიჭი, როგორც მტირალა ბალღი,
გათენებამდე სიზმარსა და სხეულს ვახმობდი.

ღრუბლები ყრია ქუჩაში და იძინებს ყველა,
და სისხლძარღვებში სისხლსაც უკვე აკლია რიტმი,
ავადმყოფივით დაემართა ამინდებს ხველა,
მე კი უფალო უშენობას მეათედ ვითმენ.

ხეში ლამაზი მუსიკა ჟღერს, ფოთლების გენი,
ნოტებნაკლული პაუზებით, შრიალით მდორე,
ჩემთვის უცნობი და უმანკო ქალწულის წყენით
შეშლილი ქარი, მაწყდებოდა, მიშენდა ტორებს.

მეც მერამდენედ დავისაჯე მქოლავენ ქვებით.
ვარიაცია უცვლელია - ჰაერში წყალი,
სავარაუდოდ სიცივეა, ნულიდან ქვემოთ...
შენი ღამეა, თოვლიც არის, წვიმაც და ქარიც,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები