ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2010


მზის დაბნელება

ქალი მზე არის,
კაცი - მთვარე...
ასეა ჩემთვის...
წლობით დასდევენ ერთიმეორეს.
ის მიკვირს მხოლოდ:
როცა ბოლოს ხდება მაინც
მათი შერწყმა - მზის დაბნელება
და ვნებაც მიდის თავის დინებით,
რად ირინდება მთელი მსოფლიო?
რად უყურებენ მათ სიყვარულს
დაბურული შავი მინებით?!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები