ნაწარმოებები


ლიტერატურული ჟურნალი „ანეულის“ გამოცხადებულ „ერთი მოთხრობის კონკურსზე“ ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 15 ნოემბერი.     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე "ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები"

ავტორი: N O D O
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2010


ლეგენდა - სახლი

სადაც ადრე იდგა ძველი სახლი,
რომელსაც საკეტი არ ქონდა,
რომელშიც არავინ შედიოდა,
რომლისაც არავის ეშინოდა,
იქ აღარ დგას.
ღამ-ღამობით მახსენდება ხოლმე,
ტირილამდე მივყავარ გახსენებას,
სიზმარში ჩავივლი ხოლმე სახლთან,
მაგრამ ვერ შევდივარ...
რატომ? ალბათ პასუხია "იმიტომ".

"ოცი წლის წინ...
სახლში ცხოვრობდა დედა და შვილი,
ერთი მეორეზე ლამაზი და კეთილი.
ყველა ამათი ცქერით ტკბებოდა,
თითქოს ანგელოზები იყვნენ,
არავის უცდია გამოლაპარაკებოდა,
უბრალოდ უყურებდნენ, ხანდახან გაუღიმებდნენ.

ღამე იყო და ძალიან ციოდა,
თითქოს ამინდმა ჩაახველა,
მთელი დედამიწა ღერძიდან მოწყდა,
რამოდენიმეჯერ იელვა,
რამოდენიმეჯერ გუგუნის ხმა...
სახლი შეტორტმანდა,
ნელ-ნელა მიწას მუხლებში ჩაუვარდა,
ეს არ იყო მიწისძვრა...
კარს, რომელსაც საკეტი არ ჰქონდა,
რატომღაც ჩაიკეტა, რატომღაც სამუდამოდ.

ღამე ასეთი გრძელი არასდროს ყოფილა,
არასდროს ყოფილა ასეთი სავალალო,
პატარა ფანჯრიდან გაზეთში გახვეული,
ნაჩქარებად შეფუთული, ღვთიშობლის ხატი გადმოედო ბავშვს,
და სად იყო ამ დროს უფალი"?!...

(მოხუცმა ღრმად ჩაისუნთქა, შვილიშვილს თმები გვერდზე გადაუწყო,
ეს იყო მისი ბოლო ჩასუნთქვა, ჩასუნთქვა, რომელსაც ამოსუნთქვა არ ახლდა).

ჩემს სახლში ულამაზესი ხატია,
ღვთიშობლის ხატი,
რომელსაც თვალებთან ცრემლების კვალი ეტყობა.

"ღვთიშობელო მარიამ..." ჩურჩულის ხმა გრძელდება ათი წუთის მანძილზე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები