ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
30 სექტემბერი, 2010


ანგელოზი

- პატარა ანგელოზი დაიბადა!
- ანგელოზი? რა იცი?
- თეთრია... დიდი უძირო ლურჯი თვალებით...
- ბიჭია?
- ანგელოზს სქესი არ აქვს!
- აქვს... ქრისტე მამაკაცი იყო...
- მერედა, ქრისტე ანგელოზია?
- არა, უფრო დიდი... ის ღმერთია, უფალი ჩვენი! და თუკი ქრისტეს ჰქონდა სქესი, რატომ არ უნდა ჰქონდეს ანგელოზს?!
- ბიჭია... მაგრამ ძალიან ლამაზი...
- უთხარი, გიორგი დაარქვან. მას ჰქონდა ასეთი თვალები.
- გიგი დაარქვეს...
- კარგია. მხატვარმა ფრესკად დახატოს მსუბუქი ფრთებით...
- ფრთები რად უნდა? ის ხომ ბიჭია?!
- ის ანგელოზია. ფრთები სჭირდება!
- გაფრინდება?
- ჰო! ანგელოზები ვერ ძლებენ მიწაზე.
- მალე?
- როგორც კი ფრენას შესძლებს, როცა შეუყვარდება! 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები