ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პროზა
21 ოქტომბერი, 2010


თვალებში წამოსული წრეები(100 სიტყვა)

ვითვლი:_
თვალებში წამოსულ წრეებს,
დედამიწის გულისძგერას...
ვსუნთქავ ზღვის ფილტვების ოშხივარს,
მესმის საკუთარ ძარღვებში სისხლის გადაადგილება..
ვგრძნობ ტვინის ნეირონები როგორ ეხვევიან ერთმანეთს
ვნებიანად..
მაწვება დედამიწა მხრებზე და ამ დროს ცალ ფეხზე ვკიდივარ..
მეც ფეხებით ვკიდივარ ათასმეერთე მწვერვალს და ტვინში მექცევა ინფორმაციული მოლეკულები..
ჩატყდა ხიდი რომელიც მაერთებდა სამყაროს ცენტრს და მივექანები კოსმოსურ საშოში სპირალურად დახვეული შავი ხვრელის გავლით...
ვგრძნობ ტვინის ნეირონები როგორ ვნებიანად შორდებიან ერთმანეთს..
ზღვა სუნთქავს ჩემი ფილტვების ოშხივარს..
დედამიწა ისმენს ჩემს გულის ძგერას..
ვაწვები ცისფერ პლანეტას მხრებზე და ცისფერი ცრემლები უბრწყინავს..
მას სტკივა ჩემი სიმძიმე..
მეც მტკივა დედამიწა..
ხალხი კი ითვლის თვალებში წითლად წამოსულ წრეებს,სადაც საკუთარი უფლის ხატია მოთავსებული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები