ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ზაზა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ოქტომბერი, 2010


სიზმარი

სიზმარი ვნახე - თავს მედგა
გაშლილი შარავანდედი,
არც არაფერი მტკიოდა,
მაინც ვიძახდი - ვაჰ დედი!

ძილში წუხილი თუ ჩამყვა -
ცხადში ვერ ამოსათქმელი,
აღსარება ხომ ვუთხარი,
მაშ რაღა დამრჩა სათქმელი?

იქნებ ეშმაკი შემიჩნდა -
მთხოვდა მეგზურად ვხლებოდი,
ავ საქმეს მარტო ეშმაკიც
ვერ ახერხებდა ვხვდებოდი.

ღმერთო! მადლობა, შევძელი -
ძილისგან თავს მოვრეოდი,
ლოცვა გითხარი შენდობის,
ცოდვაში გამოვრეოდი.

რა ხასიათზე დავდექი -
მსურდა თავს გავრიდებოდი,
კაცის სირცხვილი თორემა
ცრემლებად დავიღვრებოდი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები