ნაწარმოებები



ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ოქტომბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

დღიურიდან ამოხეული ფურცელი (ოტტოს)


დილაობით, როდესაც ყველა სიკეთის მჯერა,
სულერთია ზღვა მოიქცევა თუ მიიქცევა,
ზღვა მაინც ზღვაა.
შენ უსათნოესი არამზადა ხარ და
გთხოვ მომიტეხო შვრიის პური,
რადგანაც მშია.
მერე სახეზე აიფარე ხელისგულები,
რომ ვერ ხედავდე, როგორ კლავენ და აღარ წუხდე
და უსმენდე როგორ გაჰკივის ბიორკი
Play dead...
ხასიათს მიღმა სიგიჟე დამჩემდა.
არ მკითხო რატომ? საერთოდაც, არავის კითხო,
სულელური და უპასუხო შეკითხვაა,
მხოლოდ იფიქრე.

ახლა, დახურე დარაბები, ამოქოლე ყველა ფანჯარა.
ოტტო, ჩამოხიე მთავარე ღამის შპალერიდან!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები