ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2010


ვარ ლექსების ამარა

ვინ სხვა როგორ?! არ ვიცი და
ინტერესიც არ მაქვს,
ვინ ვისთან ზის, ვისთან წევს,
ვის რამდენი ამალა,
არ ვიცი და არც ვკითხულობ
ვარ ლექსების ამარა,
პოეტისთვის ალბათ დასჯა:
მარტოობის განცდაა,
თავს გეხვიოს გინდაც ყველა,
ყველა შენი მოკეთე,
ჩვენს სულს მაინც ყოველ წუთში,
მარტოობის განცდა აქ,
ხოდა როცა მარტოობას
შეერევა მუზები,
შედევრები გასაოცრად
იწერება წუთებში

(პ.ს.)
თითეულს გისურვებთ ყველაზე ცოტა ერთი შედევრი მაინც შეგექმნათ თქვენ-თქვენი ცხოვრების მანძილზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები