ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2010


წ ვ ი მ ა ?!.......

წვიმა ასველებს გვალვისაგან გამშრალ ქვაფენილს...
მონატრებული პატარა წვეთი მოფრინავს ციდან
და წკაპა-წკუპით ცდილობს, ყურადღება მიიპყროს შენი...
თავსაც გაწონებს...
ხან შეასკდება ფანჯრის მინას, ვით ტალღა ნაპირს, -
ტალღებიც ხომ წყლის წვეთებია!
ზღვას მოგაგონებს!
ხან წამწამების უღრან ტყეზე დაეკიდება, -
გაახსენდება, ვით დნებოდა თოვლად მოსული
და ნაძვის წიწვებს როგორ რთავდა ალმასთ მძივებით....
წვრილ ნაკადულად ჩაიღვრება ძუძუებს შორის, -
ალბათ ღარი ემშობლიურა წვეთს, წყაროდყოფილს...
არ მიგატოვებს,
დაისაკუთრებს სითბოს შენი თბილი სხეულის,
კაბის კალთებში გამოახვევს თავის მთელ ვნებას...
რას ერჩი წვიმას? ის ხომ მგზავრი არის დაღლილი?
ჩამოიღვარა ცრემლებად და ნაკადულებად...
რა დაასვენებს, თვალს თუ მოჰკრავს ჩახსნილ საკინძეს?!
სულში გიძვრება და  უბიდან გეჩურჩულება....
თითებით ფრთხილად გეფერება ვნებააშლილი, 
თვალს ვეღარ მოსწყვეტს სველ კაბაზე დამჩნეულ კერტებს
და შეეცდება,  აგიტაცოს ღრუბლების ზემოთ,
დაგეპატრონოს!
---
წვიმს... 
წყლის წვეთები ალტობს მიწას, ჩემო ბატონო!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები