ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2008


მიცნობდეთ (ექსპრომტი)

მე ალი ვარ, ქალი-ალი!....
ხან - ფრთოსანი!... ხან - ზღვის ქალი
(თვალები მაქვს ზღვისა ფერის)!...
ხან - სულში კრთის ნაპერწკალი...

ხან კოსმოსის კარებს ვლეწავ,
ხან ზღვის ფსკერზე ვეძებ ლალებს...
ხან ვიღვრები სათნოებად,
ხან ვაკვესებ ბრაზით თვალებს...

ხან ძუ მგელი ბორგავს ჩემში,
ხანაც დავცლი ვნების თასებს...
-----
მოგატყუეთ, არ ვარ  ა ლ ი, -
ჩემში  ქ ა ლ ი  დააფასეთ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები