გამოვექცევი ლალის ტუჩებს, ბროილის ძუძუებს, გამოვექცევი კატის ვნებით გაჟღენთილ საბანს, შენი გამხდარი სარეცელი შემიფარავს და მონატრებული შემოგახევ ლოდინის კაბას და ნეკნებ-ნეკნებ, ვით თითები გიტარის სიმებს, გადაგივლიან ამურები უბელო რაშით. ჩემი ფილტვები ჩაგისუნთქავს, როგორც ოპიუმს და ჩავიღვრები მარადიულ თრობის სურაში.
ცხოვრება ჩემი ჰგავდა უბეჩახეულ პერანგს და ლოცვა ჩემი _ გამოწვდილი მათხოვრის ქუდი, ისე შემზრდოდა გაყვითლებულ ხელებზე ხუნდი, რომ დაგემსხვრიათ, ალბათ, სისხლად დავიცლებოდი. მსუქან ჯიბეებს დაჰყვებოდა თვალები _ ქურდი და მერე მევე მათხრევინეს ჩემი სამარე. შენა ხარ ჩემში, მე ვარ შენში, ჩვენა ვართ ერთი, სასწაულია, რა დემონის ძალით გაგვყარეს.
გამოვექცევი, იღრიალებს შავი ავაზა, დამეწევიან, დამდორბლავენ ურცხვი ლანდები, შენი გამხდარი სარეცელი შემიფარავს და მონატრებული საკუთარ თავს შევუერთდები.
ცხოვრება ჩემი _ გასრესილი გველის თვალები… და როგორც მატლი ვულოკავდი ყელსა და ღრძილებს, ვნებამიხდილი, დასისხლული ამორძალების ვეფერებოდი გადათხუპნულ მკერდსა და წვივებს.
მარადისობა უკვდავებას ერწყმება სადაც, შენ დალალებით ჩახლართვიხარ კოსმიურ ლარებს, შენა ხარ ჩემში, მე ვარ შენში, ჩვენა ვართ ერთი და ერთსახება რაღაც ძალით ისე გაგვყარეს, როგორც ეყრება ჩრდილი პატრონს და მზეს სხივები. აქ კი ყოველი სხვაგვარ ჩანდა ჭუჭყის მინაში: მე გაგირბოდი და მეგონა თავისუფლება უნიფხვო ბავშვის ფეთიანი ლტოლვა სილაში.
მე შენ მიყვარხარ, გული შენ ერთს დაგემონება, შენ მე გწყურივარ, შემისრუტავს შენი გონება, ჩრდილი რომ პატრონს დაუბრუნდეს, უნდა დაბნელდეს, ან ირგვლივ ყოვლი გამობრწყინდეს სხივთა კონებად, მიყვარხარ, მაგრამ მეშინია ამ სასწაულის. ლტოლვა შენსკენ და ლტოლვა შენგან _ ჩემი ცხოვრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ვინ ხარ კაცო შენ? ერთიანად შემაცია და გადამრია..თამამად ვიტყვი რომ ძლიერი ლექსია..წარმატებები მეგობარო ."ჩემი ფილტვები ჩაგისუნთქავს, როგორც ოპიუმს და ჩავიღვრები მარადიულ თრობის სურაში. " ვინ ხარ კაცო შენ? ერთიანად შემაცია და გადამრია..თამამად ვიტყვი რომ ძლიერი ლექსია..წარმატებები მეგობარო ."ჩემი ფილტვები ჩაგისუნთქავს, როგორც ოპიუმს და ჩავიღვრები მარადიულ თრობის სურაში. "
24. საინტერესო ლექსია...მომეწონა...იყო ადგილები რაც საშინლად არ მომეწონა მაგრამ მთლიანობაში კარგია...+2 ''შენა ხარ ჩემში, მე ვარ შენში, ჩვენა ვართ ერთი და ერთსახება რაღაც ძალით ისე გაგვყარეს,'' საინტერესო ლექსია...მომეწონა...იყო ადგილები რაც საშინლად არ მომეწონა მაგრამ მთლიანობაში კარგია...+2 ``შენა ხარ ჩემში, მე ვარ შენში, ჩვენა ვართ ერთი და ერთსახება რაღაც ძალით ისე გაგვყარეს,``
23. კონკრეტულად ლექსის ის მონაკვეთი 21ში რომ არის მითითებული კონკრეტულად ლექსის ის მონაკვეთი 21ში რომ არის მითითებული
22. თქვენი ავატარი რომ ვნახე იაღოველი მეგონეთ, ლექსი რომ წავიკითხე მესიამოვნა და მემგონი აზრი შემეცვალა, თუმცა ლექსი იმასთან რა შუაშია არ ვიცი :) თქვენი ავატარი რომ ვნახე იაღოველი მეგონეთ, ლექსი რომ წავიკითხე მესიამოვნა და მემგონი აზრი შემეცვალა, თუმცა ლექსი იმასთან რა შუაშია არ ვიცი :)
21. "ცხოვრება ჩემი ჰგავდა უბეჩახეულ პერანგს და ლოცვა ჩემი _ გამოწვდილი მათხოვრის ქუდი, ისე შემზრდოდა გაყვითლებულ ხელებზე ხუნდი, რომ დაგემსხვრიათ, ალბათ, სისხლად დავიცლებოდი. მსუქან ჯიბეებს დაჰყვებოდა თვალები _ ქურდი და მერე მევე მათხრევინეს ჩემი სამარე. შენა ხარ ჩემში, მე ვარ შენში, ჩვენა ვართ ერთი, სასწაულია, რა დემონის ძალით გაგვყარეს."
ამ ნაწილს თუ კარგად დაამუშავებთ, შესანიშნავი ლექსი გამოვა, ჩემი აზრით. დანარჩენი არ მომეწონა. დასაწყისი ხო საერთოდ...
+2
"ცხოვრება ჩემი ჰგავდა უბეჩახეულ პერანგს და ლოცვა ჩემი _ გამოწვდილი მათხოვრის ქუდი, ისე შემზრდოდა გაყვითლებულ ხელებზე ხუნდი, რომ დაგემსხვრიათ, ალბათ, სისხლად დავიცლებოდი. მსუქან ჯიბეებს დაჰყვებოდა თვალები _ ქურდი და მერე მევე მათხრევინეს ჩემი სამარე. შენა ხარ ჩემში, მე ვარ შენში, ჩვენა ვართ ერთი, სასწაულია, რა დემონის ძალით გაგვყარეს."
ამ ნაწილს თუ კარგად დაამუშავებთ, შესანიშნავი ლექსი გამოვა, ჩემი აზრით. დანარჩენი არ მომეწონა. დასაწყისი ხო საერთოდ...
+2
20. კარგია მომეწონა სეიზლება ბევრს არ მოეწონოს მაგრამ ვისაც ნამდვილი სიყვარული და ემოცია იპყრობს ყველას მოეწონება 5++++++++++++++++++++++
კარგია მომეწონა სეიზლება ბევრს არ მოეწონოს მაგრამ ვისაც ნამდვილი სიყვარული და ემოცია იპყრობს ყველას მოეწონება 5++++++++++++++++++++++
19. კიდევ წავიკითხე და კიდევ მოვიხიბლე...:-* კიდევ წავიკითხე და კიდევ მოვიხიბლე...:-*
18. მაგრამ მეშინია ამ სასწაულის. ლტოლვა შენსკენ და ლტოლვა შენგან _ ჩემი ცხოვრება.
მომწონს...მოვიხიბლე...:–* მაგრამ მეშინია ამ სასწაულის. ლტოლვა შენსკენ და ლტოლვა შენგან _ ჩემი ცხოვრება.
მომწონს...მოვიხიბლე...:–*
14. მომეწონა :) მომეწონა :)
12. მე შენ მიყვარხარ, გული შენ ერთს დაგემონება, შენ მე გწყურივარ, შემისრუტავს შენი გონება, ჩრდილი რომ პატრონს დაუბრუნდეს, უნდა დაბნელდეს, ან ირგვლივ ყოვლი გამობრწყინდეს სხივთა კონებად
+5+5+5 :) მე შენ მიყვარხარ, გული შენ ერთს დაგემონება, შენ მე გწყურივარ, შემისრუტავს შენი გონება, ჩრდილი რომ პატრონს დაუბრუნდეს, უნდა დაბნელდეს, ან ირგვლივ ყოვლი გამობრწყინდეს სხივთა კონებად
+5+5+5 :)
11. მომეწონა შენი ნიკი მეუდაბნოევ...:) მომეწონა შენი ნიკი მეუდაბნოევ...:)
10. ჩრდილი რომ პატრონს დაუბრუნდეს, უნდა დაბნელდეს, ან ირგვლივ ყოვლი გამობრწყინდეს სხივთა კონებად, მიყვარხარ, მაგრამ მეშინია ამ სასწაულის. ლტოლვა შენსკენ და ლტოლვა შენგან _ ჩემი ცხოვრება.
ეს... ჩრდილი რომ პატრონს დაუბრუნდეს, უნდა დაბნელდეს, ან ირგვლივ ყოვლი გამობრწყინდეს სხივთა კონებად, მიყვარხარ, მაგრამ მეშინია ამ სასწაულის. ლტოლვა შენსკენ და ლტოლვა შენგან _ ჩემი ცხოვრება.
ეს...
9. გამოვექცევი ლალის ტუჩებს, ბროილის ძუძუებს, გამოვექცევი კატის ვნებით გაჟღენთილ საბანს
ეს ნაწილი არ მომწონს.. ეს კატის ვნება რომელია :D:D:D გამოვექცევი ლალის ტუჩებს, ბროილის ძუძუებს, გამოვექცევი კატის ვნებით გაჟღენთილ საბანს
ეს ნაწილი არ მომწონს.. ეს კატის ვნება რომელია :D:D:D
8. და ლოცვა ჩემი _ გამოწვდილი მათხოვრის ქუდი, -ლამაზი სახეა.ლექსი ემოციური მთლიანობაში.ვეთანხმები მეოთხე კომენტარს.+2 და ლოცვა ჩემი _ გამოწვდილი მათხოვრის ქუდი, -ლამაზი სახეა.ლექსი ემოციური მთლიანობაში.ვეთანხმები მეოთხე კომენტარს.+2
7. მთლიანობაში არ მომეწონა.
5. მთლიანობაში არ მომეწონა.
5.
6. და ლოცვა ჩემი _ გამოწვდილი მათხოვრის ქუდი...
მე შენ მიყვარხარ, გული შენ ერთს დაგემონება, შენ მე გწყურივარ, შემისრუტავს შენი გონება, ჩრდილი რომ პატრონს დაუბრუნდეს, უნდა დაბნელდეს, ან ირგვლივ ყოვლი გამობრწყინდეს სხივთა კონებად, მიყვარხარ, მაგრამ მეშინია ამ სასწაულის. ლტოლვა შენსკენ და ლტოლვა შენგან _ ჩემი ცხოვრება.
უფ!!! უუფ!!!! უუუუუუფფფ!!!!!!! რო დაგივლის თავიდან ფეხებამდე ისეთი ლექსია !!! ფანტასტიური! 55555! და ლოცვა ჩემი _ გამოწვდილი მათხოვრის ქუდი...
მე შენ მიყვარხარ, გული შენ ერთს დაგემონება, შენ მე გწყურივარ, შემისრუტავს შენი გონება, ჩრდილი რომ პატრონს დაუბრუნდეს, უნდა დაბნელდეს, ან ირგვლივ ყოვლი გამობრწყინდეს სხივთა კონებად, მიყვარხარ, მაგრამ მეშინია ამ სასწაულის. ლტოლვა შენსკენ და ლტოლვა შენგან _ ჩემი ცხოვრება.
უფ!!! უუფ!!!! უუუუუუფფფ!!!!!!! რო დაგივლის თავიდან ფეხებამდე ისეთი ლექსია !!! ფანტასტიური! 55555!
5. მიყვარხარ, მაგრამ მეშინია ამ სასწაულის.
ისეთი ემოცია ქონდა ლექსს, ასეთ ბანალურ ფინალს არ ველოდი... მიყვარხარ, მაგრამ მეშინია ამ სასწაულის.
ისეთი ემოცია ქონდა ლექსს, ასეთ ბანალურ ფინალს არ ველოდი...
4. ეფექტებზეა ლექსი აგებული,ემოცია მოაქვს მაგრამ წარმოსადგენად ცუდია,ანუ ადგილ-ადგილ ისეთია რომ არ მოგინდება წარმოიდგინო:);)+7 და წარმატებები ავტორს... ისე წითელი ხელი რად უნდა ვერ მივხვდი,ბროლის ძუძუების გამო?:) ეფექტებზეა ლექსი აგებული,ემოცია მოაქვს მაგრამ წარმოსადგენად ცუდია,ანუ ადგილ-ადგილ ისეთია რომ არ მოგინდება წარმოიდგინო:);)+7 და წარმატებები ავტორს... ისე წითელი ხელი რად უნდა ვერ მივხვდი,ბროლის ძუძუების გამო?:)
3. კარგი ლექსია ძალიან, ცოტა შეცდომით გიწერია და გაასწორე კარგი ლექსია ძალიან, ცოტა შეცდომით გიწერია და გაასწორე
2. ლამაზი ლტოლვაა...
++ ლამაზი ლტოლვაა...
++
1. ავტორი ეტყობა ახალია ამ საიტზე! საინტერესოა! წარმატებები ავტორს! +2 ავტორი ეტყობა ახალია ამ საიტზე! საინტერესოა! წარმატებები ავტორს! +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|