ნაწარმოებები



ავტორი: მიშო მეშვილდიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2010


მალბოროს ბოლი კოფეინი და ჩემი რიტმი

მალბოროს ბოლი, კოფეინი და ჩემი რიტმი,
ისევ აიმღვრა მეტადონი დილიდან სისხლში,
გაბრუებული დღეების რიცხვს ვეღარც კი ვითვლი
რამდენი წუთი, რამდენი დღე, გასულა ფიქრში,

ნეტავ რა არის ეს ოხერი ჩემი ფიქრები?!
რად ვცხოვრობთ ნეტავ? ისეთ კლდეზე როგორც ჯიხვები?!
რა გველის ნეტავ როცა მოსწყდება სალ კლდეს ჩლიქები?!
როცა ვერ გვნახავთ, გამოფენილ კლდეზე ჯიხვებში,

ამ ქვეყანაზე ჩვენ უბრალოდ ვჩნდებით და ვქრებით,
სიცოცხლეში კი გვეამაყება ქორბუდა რქები
ლამაზი რქებით, ნელა ნელა გვიჩნდება ფრთები,
მაგრამ იცოდეთ საბოლოოდ დაგვფარავს ქვები,

ვითომ რად გვინდა?! სიცოცხლეში ლამაზი ფრთები
სხვა არაფერი თუ უბრალოდ დაგვფარავს ქვები,
თუ არ დასტოვე შენს განვლილ გზაზე ნათელიუ ფერი?!
სიცოცხლის შემდეგ თუ უბრალოდ დაგვფარავს ქვები

მალბოროს ბოლი, კოფეინი და ჩემი რიტმი,
ისევ აიმღვრა მეტადონი დილიდან სისხლში,
გაბრუებული დღეების რიცხვს ვეღარც კი ვითვლი
რამდენი წუთი, რამდენი დღე, გასულა ფიქრში.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები