ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2010


ავღანური ზმანება

ბუყბუყით ზღაპრებს გვიყვებოდა ჩილიმი წრეში,
ის გასაოცარს გვეტყოდა რამეს.
მე შენს სიყვარულს გავახვევდი თრიაქის კვამლში
და ვუგზავნიდი აზიის ღამეს.

იდგა ხარხარი, ბუყბუყებდა ჩილიმი ისევ
და ჩვენც ვნატრობდით ღვინოს და ქალებს.
ვხედავდი ცხადში ვარდისფერ სიზმრებს,
ვხედავდი მე შენს წაბლისფერ თვალებს.

მოცურდებოდნენ ცისფერ ნისლში სირინოზები,
უდაბნოს ქარი გააღებდა კარავის კარებს,
ჩამჩურჩულებდნენ თრიაქის კვამლის ანგელოზები:
_ იფიქრე ჩვენზე, ჩვენ შეგიყვარებთ.

ერთ დროს _ მე შენი თაფლისფერი თვალებით მთვრალი,
ახლა _ თრიაქის კვამლის ვარდებით...
დაჯირითობდა დუქნებს შორის ძლიერი ქარი,
ენაკვთებოდათ პუშტუნ ქალებს ტანზე ჩადრები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები