ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2010


ცხელ უდაბნოში

ცხელ უდაბნოში ეს შენა ხარ მწვანე წალკოტი,
შენ თვითონვე ხარ გადამწვარი უდაბნო ცხელი,
მე, მექარავნე, შენში რომ ვარ და შენ დაგეძებ,
მთელი უდაბნო ვაწალკოტე მდუღარე ცრემლით.

როს შენი ტანის სურნელება უდაბნოს სილას
გადაუვლის და შეირხევა სულთა სიმები,
შენს დაუნალავ უსაზღვრობას დავიტევ ჩემში
და შენს არსებას ჩემი არსით მოვევლინები.

მე მოვალ შენთან და შეგიხსნი პერანგის ღილებს
და ჩაგეღვრები ვით უდაბნოს წვიმების თქეში,
ჩემი სხეული დაადნება შენს ღვთიურ კოცნას
და აორთქლდება შენი ტანის სიმსუბუქეში.

შენს ბაგეთაგან მოდინდება მსოფლიო ვნება.
მისი თვალები მონუსხავენ უდაბნოს ლომებს,
როს შენს სახელზე მარადიულ ხოტბას აღავლენს
კისრამდე მტვერში დამარხული მეუდაბნოვე.

ცხელ უდაბნოში ეს შენა ხარ მწვანე წალკოტი,
შენ თვითონვე ხარ გადამწვარი უდაბნო ცხელი,
მე, მექარავნე, შენში რომ ვარ და შენ დაგეძებ,
მთელი უდაბნო ვაწალკოტე მდუღარე ცრემლით

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები