ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ოქტომბერი, 2010


დღეს 10-ია თუ 20?

ამ ბაღში მინდა ვიჯდეთ მე და შენ
და ვუშვებდეთ ფერად ბუშტებს,
ვისროდეთ კენჭებს
და ერთმანეთის თვალებში ვსახლდებოდეთ.
ამ სკამზე მინდა ვიჯდეთ და
ერთსხეულად ქცეულები ვკითხულობდეთ:
დღეს 10-ია თუ 20?
არა, 11-ია სერ!
ჩვენი ფეხისგულები ყვითელი ფოთლების
ზღვაში ჩაიძირებოდა
და ქარი სახეში შემოგვაყრიდა ოცნებებს,
რომლებიც ფიქრებად გავფანტეთ
ისევ შესაგროვებლად....
და მაინც...
დღეს 10-ია თუ 20?
არა, 11-ია სერ!
ვიხსენებ...
გწერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები