ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ADOLF KOMUNIST
ჟანრი: იუმორისტული
18 ოქტომბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ჩემი ლექსები რომლებიც გააპაროდიეს და ჰაიკუების მცირედი სახე ქვემოდან.

                     
                          # # #

მე შემიძლია მიგაბლოკო ისე უბრალოდ,
როგორც ლიტ.ჯე-ზე კონვენციურ ლექსებს ბლოკავენ,
როგორც ადმინი ჩვენი ნიჭის მოკვლას იბრალებს,
ისე უბრალოდ ვით ჰაიკუს აკუტაგავა.

მე შემიძლია მიგაბლოკო ისე მარტივად,
როგორც ცუდ ლექსებს წაეზრდება ქულით მუცელი,
როგორც სასიძო პირველ ღამით სარძლოს აკივლებს
და ვითომ-ვითომ სარძლო როა გამოუცდელი.

მე შემიძლია მიგაბლოკო ისე უეცრად,
როგორც ჩა-შუბავს ფულიანი ვიღაც სანაშეს,
როგორც ზაფხულში შეყვარებულს კურტკას მოაცმევ,
ისე უეცრად... მოდი მერე გეტყვი დანარჩენს.

მე შემიძლია მიგაბლოკო ისე საოცრად,
როგორც სიჩუმით აქაოდა სომხებს ბადებენ,
როგორც კბილიდან ბრმა დანტისტი პლომბებს გამოგცრის,
ისე საოცრად როგორც კოშკი ბადენ-ბადენის.

სადღაც ნანულის მზახალივით კივის ზაირა,
უნიჭოები ბოლო ხმაზე ლექსებს ყვირიან,
მე მიგაბლოკე ყოველმხრივ და ყველანაირად,
თუმც მაინც წერ და ეს ძალიან გასაკვირია.




                  # # #

ხელით გეხები სიხ. როცა გძინავს,
კუხნაში ძილი ვის გაუგია,
არადა ისე ახლოს გაქვს ბინა,
რომ გადახვიდე არ არის გვიან.

რაღაც წვეთები აჩნია მდივანს,
გამომელია ლექსში რითმები,
მე რა ვიცოდი შე საცოდავო,
ტუალეტამდე ვერ მოითმენდი.

ვწუხვარ, შოთის პურს სმეტანას ვახლი,
გული ტოკავს და რვიანებს ხაზავს,
გუშინ დვიჟოკით ავანთე სახლი,
სპალნაში მქონდა მაღალი ფაზა.

ყველა სტრიქონი უყურებს სისხამს,
თითქოს სტროფებში ჩვენს ოფლს ისხამდეს
და შენ კი ისევ მდივანზე მიფსამ,
იმ თბილისადან ამ თბილისამდე.



     
              ჰაიკუები

ერთ რესტორანში რომ იქეიფა,
მეორე რესტორანში
ვალი დაედო.
.
დაბოლდა და ტუალეტიდან
გამოვარდა ყვირილით -
მიშველეთ ხორთუმი გამომივიდაო.
.
დარბაისელის ნასროლი დანა
თამარ ბუკიას გვრიტებს აცდებოდა,
რომ არა თავფურცელი.
.
აბელიქსმა ია -ს, თეთრწვერა
დრუიდის გაკეთებული წამალი დაალევინა
და საიტზე გაჩნდა ია - ია.
.
იპოვეთ ორი განსხვავება:
გუდა ლაპლანდიელი და
თოვლის ბაბუა უსამშობლო.
.
- მე შენ გიღალატებ ცოლთან -
აცხადებს ელტონ ჯონი,
ირგვლივ სიცარიელეა.
.
17-ჯერ ორსული ნაზიკო
სოფლიდან წამოიყვანეს და
გოჩას მიჰგვარეს,
მას შემდეგ აღარ დადიოდა
ქალებში გოჩა,
მას შემდეგ აღარ დაორსულებულა
ნაზიკო.
.
- რა სისულელეა -
"ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავს" -
გააკრიტიკა კომბოსტომ,
მიშას  გაეცინა...


        ფ ა რ დ ა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს