მე ანა ვარ,ჩალისფერი გრძელი თმით და მწვანე,არა ცისფერი,არაა,ცვალებადი ფერის თვალებით.ცვალებადზე გამახსენდა და... მე და ნიკოლა ბავშვობიდან ვერ ვიტანდით ერთმანეთს,ორივეს მესამე მეგობარი გვიყვარდა,არამდგრადი გოგო.თუმცა საღამოობით კვირაში ერთხელ ჩავკიდებდით მე და ნიკოლა ხელს და ეკლესიაში მივდიოდით,ერთმანეთზე სალოცავად. მერე..მერე სავალი გზა გაიზარდა ეკლესიამდე ნიკოლასთვის. აღსარებას კი მოძღვრის მაგივრად მე მაბარებდა ხოლმე,მეც ვუსმენდი,მიყვარდა და..
პირველად სულ ერთი თვით დაიკარგა,იქნებ მაგდენიც არა,უბრალოდ პირველი(?) იყო და გაიწელა დრო საშინლად. დიახ,მეშინოდა და ველოდი.
ხო,ჩვენ მუდამ ჩემს სამზარეულოში ვსხდებოდით,შეიკეცავდა ფეხებს სკამზე და მელოდა,ვიდრე ჩაის ვამზადებდი..და მერე იწყებდა:
პირველი დაბრუნებისას დასუსტებულს ველოდი,თუმცა..აღარ! რაღაც ძალა ეპოვნა თავისში და ხელახლა დაეწყო სუნთქვა,ღიმილიც..თმა შესამჩნევად დაემოკლებინა და თვალები ჰქონდა გაფართოებული და ცარიელი.. "როცა კარგად ვგრძნობ თავს,ღმერთი არ მახსენდება,ან ღიმილით ვიხსენებ..როცა მიჭირს ,აშინ კი სინდისი მქენჯნის და ვერა რაა. ყველა ადამიანი თავის კვალს ტოვებს სხეულში,თვალებში..უბრალოდ,მოგვწონდა ერთმანეთი,მას მოწონება არ ეყო. და... წავიდა,ანა.არ მიყვარდა,მაინც დამაცარიელა..ამავსო სიცარიელით"
ნიკოლა ნერვულად იკვნეტდა ტუჩებს.
საშობაოდ ძალით წავიყვანე ეკლესიაში,მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი,რომ წმინდა ნიკოლოზი ნამდვილად არ გამოცხადებია,მის წინ მიზეზი იდგა. თითქმის პირველი მიზეზი. თავჩაღუნულები სანთლით ხელში საოცრად გავდნენ მორწმუნეებს "ნიკოლა,მაპატიე,თუ ოდესმე შეძლებ" და შეძლო,იმ მომენტში შეძლო. შობა იყო...მაინც...
@ @ @ მერე.. მერე ნელ-ნელა ვიზრდებოდით მეც და ნიკოლაც..ერთად და ცალ-ცალკე.. ის სულ მოულოდნელად იკარგებოდა,ყოველგვარი შესავლის გარეშე..იმპულსურად.. თავისზე არამდგრადს და განსხვავებულს ეძებდა(ალბათ)
ორმოც დღეში ის კვლავ ჩემს სამზარეულოში მაგიდაზე ნერვულად აკაკუნებდა თითებს. "ანა,არასდროს აღარაფერს დავლევ ჩაის მეტს!არც შამპანურს,არც ამარეტოს და საერთოდ არაფერს! ვითიშები და.."
როგორ გადაიტანა?? ჰმ,გახსენებაც არ უნდა.სიგარეტს დღემდე ეწევა.
პატიება კი მისი ყველაზე დიდი და საშინელი თვისება იყო.
@ @ @ მერე გახდა უზომოდ,გრძელი კაბებით სიარული დაიწყო.არა,კი უხდებოდა,მაგრამ ნიკოლა აღარ იყო ეს. ის არ დაკარგულა! გრძელი ცისფერი კაბა,ნაცრისფერი მაისური და...მე და ჩვენმა მესამე მეგობარმა,ვის გამოც ვერ ვიტანდით ერთმანეთს,ერთად მივაცილეთ ეკლესიამდე. მისი თვალები. ბეევრი სიხარული და მაIნც,ერთი ფრაზა,რომელიც..არ ვიცი,რა იგულისხმა.. "ის ისეთი სულაც არ ყოფილა,როგორსაც ვხატავდი." და დახრილი მზერა. ხატავდა თურმე ნიკოლა(?)
მერე.. მერე გული ერეოდა და უარესად ხდებოდა.არა!ის სულაც არ იყო ორსულად,ის ავად იყო. დაიკარგა..და ნახა ეგოისტურად თავისი,საბოლოოდ
და.... დააამთავრა.. მე გამიკვირდა. მიზეზი?მართლა არ ვიცოდი,ის ძალას ისეთ პერიოდში პოულობს,მგონი საკუთარ თავსაც კი ანცვიფრებს ხოლმე. ხო,ნიკოლა ახლა უკეთაა.
მაგრამ, ნიკოლა ხელახლა დაიკარგა. ის თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ცოდვისთვის ემზადება..პირველია,როცა ემზადება და არა ჩაიდინა უკვე.